უცხოეთი
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” - ჩინეთში თავისუფალი მედია რომ ყოფილიყო, პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ჩინეთს აკრიტიკებს. „სიენენთან“ საუბარში, ორგანიზაციის ბრიტანეთის ბიუროს დირექტორი, რებეკა ვინსენტი აცხადებს, რომ ჩინეთში თავისუფალი მედიის პირობებში, კორონავირუსის გავრცელება ეპიდემიაში არ გადაიზრდებოდა.

„ჩინეთში, რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო, განგაშის ამტეხი პირები რომ არ გაეჩუმებინათ, შესაძლებელი იქნებოდა პანდემია თავიდან აგვეცილებინა. სიმართლის გამჟღავნება ყველაზე ადრეულ პერიოდში შესაძლებლობას მისცემდა მსოფლიოს უფრო ადრე და უფრო სერიოზულად ემოქმედა. შედეგები სახეზეა“, - აცხადებს რებეკა ვინსენტი.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები ჩინეთის ქალაქ უხანში აღმოაჩინეს. მას შემდეგ მსოფლიო მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ ის პირები, ვინც ამის შესახებ ღიად საუბარი თავიდანვე დაიწყო, დააპატიმრეს და გააჩუმეს.

interpressnews.ge