პოლიტიკა
მიშა, მიშა! - სკანდირებდნენ მარნეულის რაიონის სოფლების მცხოვრებლები, რომლებმაც ცენტრალური გზა გადაკეტეს (ვიდეო)

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა (ვიდეოს იხ. აქ).

ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებდნენ, რომელიც რეგიონშია შემოღებული. მათი თქმით, შეზღუდვების გამო, პროდუქციის შესაბამის ფასად რეალიზაციას ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მიშა, მიშა“.

ადგილზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი. ის აცხადებდა, რომ შეკრების ორგანიზატორი არ არის და ვინ მოახდინა აქციის ორგანიზება, არ იცის.

აქციაზე ასევე იმყოფეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვიც.

ადგილზე მივიდნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი. რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.

საქინფორმი