პოლიტიკა
გიორგი გუგავა: „ვითომდა ტერორისტული აქტების აღკვეთის ოპერაცია ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია იყო“

gugava_giorgi„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ქუთაისში ვითომდა ტერორისტული აქტების აღკვეთის ოპერაცია, მათ შორის, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან, ხელისუფლების მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაციული ფარსი იყო, რომელიც საზოგადოების განწყობის მიზანმიმართულ ცვლილებას ისახავდა მიზნად.

„ცრუ ოპერაციის მიზანი, ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღების შიდა პრობლემებიდან საგარეო საფრთხეებზე გადატანა, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური ოპონენტების დატერორების მცდელობა და მომავალში ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტებისათვის საზოგადოებრივი აზრის შემზადება იყო, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავის კომენტარში დააანონსა“, – განაცხადა გუგავამ.

ამასთან, როგორ პარტიაში აცხადებენ, ახლო წარსულში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებსა და მომავალში დაგეგმილ პროვოკაციებზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკისრება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ქუთაისში ორი პირი დააკავეს, რომლებიც, სამართალდამცველთა ინფორმაციით, ქუთაისის მერიისა და იუსტიციის სახლის შენობებთან ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.