აქტუალური
აშშ-ის საელჩო - USAID იწყებს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, USAID იწყებს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.