საზოგადოება
საქინფორმი: როგორ აზომბებენ ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელები საქართველოს მოქალაქეებს, ანუ როცა ტიკარაძე მართალია

 საქართველო 29 აპრილი, საქინფორმი. მხოლოდ ყველაზე დაზომბებული ქართველები, რომლებსაც ყოველდღიურად ტელევიზორში, როგორც ველურებს, მასხარად იგდებენ ლუგარის ლაბორატორიის შეფი და მისი მოადგილე - გამყრელიძე და იმნაძე, სჯერათ კორონავირუსის ეპიდემიისა და სუნთქვის ეშინიათ ვაქცინის მოლოდინში. და სულ ტყუილუბრალოდ, როგორც ამას მოწმობს შემდეგი სტატისტიკა: წითელა (ვაქცინა არსებობს) - 140 ათასი სიკვდილიანობა წელიწადში. პნევმოკოკი (ვაქცინა არსებობს) - წელიწადში 2-2,5 მილიონი სიკვდილი. B ჰეპატიტი (არსებობს ვაქცინა) - 650 ათასი ადამიანი იღუპება წელიწადში. ტეტანუსი (ვაქცინა არსებობს) - წელიწადში 89 ათასი სიკვდილი. როტავირუსი (ვაქცინა არსებობს) - წელიწადში 800 ათასი სიკვდილი. საშვილოსნოს ყელის კიბო (არსებობს ვაქცინა) - 250 ათასი სიკვდილი წელიწადში. ტუბერკულოზი (ვაქცინა არსებობს) - წელიწადში 1,5 მილიონი გარდაცვალება. გრიპის (არსებობს ვაქცინა) - (წლიდან) 650 ათასი (მდე) 1 მილიონი გარდაცვალება წელიწადში".

ჩვენ მივდივართ პიკისკენ, მიცვალებულთა რაოდენობა ათასობით იქნება. შემდეგ დადგება პლატო და ზაფხულის ბოლოს ეპიდემია შესუსტდება, მაგრამ ის კვლავ იფეთქებს სექტემბერში, სანამ არ იქნება ვაქცინა მომავალ წელს!”, - გაჰყვიროდნენ ლუგარელები გამყრელიძე-იმნაძე იანვრიდან მოყოლებული გუშინდლამდე, როდესაც უკვე ჟირაფისთვის კი ცხადი გახდა - არავითარი ეპიდემია საქართველოში არ არსებობს! აღდგომის შემდეგ, დღეში მხოლოდ ათეული ან ცოტა მეტი ავადმყოფი ფიქსირდება - და ისიც მხოლოდ იმის გამო, რომ დაწყებულია რისკის ჯგუფებში მყოფი მოქალაქეების ეგრეთ წოდებული "აგრესიული ტესტირება". მაშ ასე, საქართველოში იყო შემდეგი ეგრეთ წოდებული კლასტერები: ევროპიდან და აშშ-დან დაბრუნებული, ქვემო ქართლის რეგიონიდან (მარნეული, ბოლნისი, თეთრი წყარო), და აჭარიდან, სადაც ბოლო დღეებში არც ერთი ახალი შემთხვევა არ ყოფილა. მორჩა! ლუგარელებისა და სააკაშვილის ოპოზიციისდა სამწუხაროდ, საქართველოში "ეკლესიური კლასტერი" არ გაჩენილა - ანუ აღდგომის წირვაზე მისული ათასობით ადამიანიდან არც ერთი არ დაავადებულა!

თუმცა საქართველოში ყველას ეშინოდა ლუგარელებთან - გამყრელიძე-იმნაძესთან კამათის, სანამ გუშინ მოულოდნელად ჯანდაცვის ახალგაზრდა მინისტრმა, მათთან კამათის გარეშე, უბრალოდ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუის პიკი არ ყოფილა და არც არის! თუმცა გუშინ გამყრელიძე-იმნაძემ საჩქაროდ განაცხადეს, რომ ”საქართველო პიკში შევიდა”.

აქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების მართვა შესაძლებელი გახდა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებით.

ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ დროისათვის ქვეყანას გააჩნია იმის რესურსი, რომ ყველა ინფიცირებულს სტაციონარში უმკურნალონ.

ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში. ის მობილიზაცია, რომელიც საკარანტინო ზონებში განვახორციელეთ, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.