უცხოეთი
გერმანიისა და აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ შესაძლოა, წლის ბოლომდე „კოვიდ-19“-ის ვაქცინა მილიონობით ადამიანმა მიიღოს

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. გერმანულმა კომპანია „ბიოენტექმა“, რომელიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ ერთად მუშობს, ადამიანებზე ტესტირება უკვე დაიწყო. კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ შემდეგი კვირიდან ტესტირებები ამერიკაშიც დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს.

როგორც გერმანული კომპანია „ბიოენტექი“ იუწყება, ცდების 12 მონაწილეს შესაძლო ვაქცინის (BNT162) დოზები უკვე მისცეს. ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ჯერ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.

„ფაიზერსა“ და „ბიოენტექში“, აცხადებენ, რომ წლის ბოლოს ვაქცინა შესაძლოა, მილიონობით ადამიანმა მიიღოს. ეს დამოკიდებული იქნება საცდელი ვაქცინის წარმატებაზე, რეგულაციებსა და იმ რესურსების მზადყოფნაზე, რომელიც მილიონობით ვაქცინის წარმოებისთვის იქნება საჭირო.

1tv.ge