უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ვიმედოვნებთ, გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლები იქნება, თუმცა ესეც საშინელი რიცხვია

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლები იქნება.

„ვიმედოვნებთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლები იქნება, თუმცა ესეც საშინელი რიცხვია,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისათვის, ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-70 000-ს არ გასცდებოდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსისგან 63 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

interpressnews.ge