პოლიტიკა
რუსეთი მზად არის, საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგი სრულად აღადგინოს - კონსტანტინე კოსაჩოვი

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. რუსეთი მზად არის, საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგი სრულად აღადგინოს, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვმა.

ამის შესახებ დეპუტატმა მედიაცენტრ “როსია-სეგოდნიას” მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდის დროს განაცხადა, რომელიც სამამულო ომში გამარჯვებას მიეძღვნა. ვიდეოხიდს პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და უკრაინის რადას დეპუტატი ოლეგ ვოლოშინი ესწრებოდნენ.

კოსაჩოვის თქმით, ის კოლეგების სახელით ადასტურებს როგორც თანამოაზრეებთან, ასევე, ოპონენტებთან დიალოგის მზადყოფნას.

მისი განცხადებით, რუს პარლამენტარებს მწვავე თემების განხილვის არ ეშინიათ.

ჩვენ გვაქვს სათქმელი და ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც”, – განაცხადა კოსაჩევმა.

მისი თქმით, სწორედ პარლამენტარებმა უნდა მოახდინონ მსგავსი დიალოგის ინიცირება, თუ ამ ეტაპზე სხვა დონეზე ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია.