უცხოეთი
დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამასა და მის გუნდს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ადმინისტრაცია უწოდა

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და მისი გუნდის წევრებს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ადმინისტრაცია უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მან „ტვიტთან“ ერთად თეთრი სახლის ერთ-ერთი გამოცემის სტატია გააზიარა, სადაც საუბარია იმაზე, თუ რატომ სთხოვა ობამამ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ტრამპზე წამოწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია დაემალა.

„ეს ყველაფერი მოხდა „ობამაგეითის“ გამო. ამ ბრალებების უკან ობამა და „მძინარე ჯო“ იდგნენ. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ადმინისტრაცია იყო“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.

interpressnews.ge