პოლიტიკა
საქინფორმი: რურუას განთავისუფლება და კოალიციური მთავრობა - რას ნიშნავს ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. დასავლეთისგან მიღებული უპირობო მხარდაჭერით, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოში, რომელიც აერთიანებს ნულოვანი რეიტინგის მქონე პარტიების უმრავლესობას სააკაშვილის ორი პარტიის "ფრთის" ქვეშ (ხალხში „ნაცკლასტერად წოდებულის), ერთი მეორის მიყოლებით კვლავ განაგრძობს მოთხოვნებ წაყენებას. გუშინდელ სხდომაზე, გარდა შუალედური მოთხოვნისა - სააკაშვილის ტელეკომპანია "მთვარის არხის" ერთ-ერთი მეწილის, გორგი რურუას ციხიდან გათავისუფლება, დაფიქსირდა მათი მთავარი მიზანიც - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კოალიციური მთავრობის შექმნა.

იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნა დუბლირებულია ამერიკელი ლობისტების ჯგუფის - კონგრესმენებისა და სენატორების ღია წერილებში, ასევე აშშ–ის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის მისიის ერთობლივ განცხადებაში, მათი შესრულება გარანტირებულია. რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებას, ეს ნიშნავს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის სრულ ჩამოშორებას პოლიტიკიდან, ამჟამინდელი მმართველი ”ქართული ოცნების” ყველა ლიდერსა და აქტივთან ერთად. კოალიციურ მთავრობაში შესვლა შეუძლებათ მხოლოდ მმართველი პარტიის ყოფილ წევრებს, რომლებიც "დროულად" გადავიდნენ გაერთიანებულ ოპოზიციაში სხვადასხვა მოტივით, ასევე ზოგიერთ მოქმედ ჩინოვნიკს, რომლებიც დღეს ფარულად ორმაგ თამაშს თამაშობენ.

უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ შეკრებილი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ კოორდინირებულ მოქმედებას გააგრძელებენ. ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებისთვის აუცილებელია, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად ციხე დატოვოს გიორგი რურუამაც, რის შემდეგაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები უნდა მიიღოს.

"ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის, და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი თქმით, მათი სურვილია 2020 წლის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს და ხელისუფლება შეიცვალოს ამ გზით. ახალმა ხელისუფლებამ კი ნაბიჯები უნდა გადადგას სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა აღარ დადგეს ქვეყანა პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე.

"ჩვენ, ოპოზიციური პარტიებს, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან კოორდინირებულ მოქმედებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს და ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

18 მაისს ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.