უცხოეთი
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი - უკარაინასა და საქართველოს შორის ფრენები 1-ელი ივლისიდან განახლდება

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. უკრაინასა და საქართველოს შორის ფრენები პირველი ივლისიდან განახლდება. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

ცნობისთვის, საქართველომ სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 18 მარტიდან სრულად აკრძალა. ქვეყანა საზღვრების გახსნას ივლისიდან გეგმავს.

interpressnews.ge