პუბლიკაციები
რატომ აღმოჩნდა უმაქნისი აშშ-ის ბიოლაბორატორიების მასშტაბური ქსელი COVID-19–თან ბრძოლაში? (საქინფორმი)

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. კორონავირუსული პანდემია - ეპიდემია, თუ ახალი მსოფლიო ომის რეპეტიცია? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ვირუსი COVID-19 ძალიან სწრაფად გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი ინფიცირებულია, სახელმწიფოები მილიარდებს ხარჯავენ ახალ დაავადებასთან საბრძოლველად, რეალური წამალი კი, ისევე, როგორც ვაქცინა, ჯერჯერობით არ არსებობს...

2020 წლის 24 მარტსა და 11 აპრილს, ექსკლუზიურ ინტერვიუში სპეციალურად NEWS FRONT- ისთვის, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გამოთქვა სენსაციური ვერსია, რომ COVID-19 და AIDS წარმოადგენს ერთსა და იმავე სამხედრო ბიოლაბორატორიაში შექმნილ საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღს, ადამიანის იმუნიტეტის, არმიისა და მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობის განადგურების მიზნით.

ქართველი ანალიტიკოსი-პოლიტოლოგის ვერსია დაადასტურა ცნობილმა ფრანგმა ვირუსოლოგმა ლიუკ მონტანიმ - 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში, რომელმაც 1983 წელს ჰარალდ ცურ ჰაუზენსა და ფრანსუაზა ბარე-სინუსისთან ერთად აღმოაჩინა აივ რეტროვირუსი, რომელიც იწვევს აივ / შიდსის ინფექციას ადამიანებში. 2020 წლის 17 აპრილს მან ივარაუდა, რომ COVID-19 არ არის ბუნებრივი წარმოშობის და ის შეიქმნა ლაბორატორიაში. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ამ ვირუსიმანიპულირება მოხდა”, - განაცხადა მონტანიემ CNEws–თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალ ტიპს დაემატა აივ–ის ნაწილაკები. კორონავირუსი არ არის ბუნებრივი წარმოშობის, ეს არის მოლეკულური ბიოლოგების საქმიანობის შედეგი”, - ამბობს ვირუსოლოგი, რა მიზნით - გაურკვეველია... ჩემი საქმეა ფაქტების წარმოჩენა, მე არავის ვადანაშაულებ, არ ვიცი, ეს ვინ გააკეთდა რატომ. შესაძლოა მათ შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა სურდათ”.

შემდგომ ბევრმა ვირუსოლოგმა გამოთქვა აზრი, რომ თავად COVID-19- ის წარმოშობა ძალიან უცნაურია და ალბათ ხელოვნური ხასიათი აქვს. ამის შესახებ ასევე განაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. განა ეს არ არის მეცნიერთა საბედისწერო შეცდომის მტკიცებულება, რომლებიც ცდილობდნენ იარაღის შექმნას ბიოლაბორატორიაში, რომელმაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მთელს მსოფლიოში? მაგრამ ასეთი ლაბორატორიები, რომლებიც სასიკვდილო ვირუსებს ქმნიან, ასეულობითაა მთელ მსოფლიოში, მსოფლიოში, ბევრი მათგანი უწყინარი კვლევითი ცენტრების სახით მოქმედებს, რომლებიც დაკავებული არიან სამეცნიერო ექსპერიმენტებით, ბიოლოგიური უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად, როგორც ლუგარის ლაბორატორია საქართველოში. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად არის...

მთელ მსოფლიოში ამერიკული ბიოლაბორატორიების დიდეს ნაწილს უნდა ემუშავა ახალი ვირუსის ვაქცინის აღმოსაჩენად. თუმცა აღნიშნული დაწესებულებების საქმიანობის შედეგები არ მოიპოვება, ისინი უბრალოდ არ არსებობს! ამასთან, თავად აშშ-ში COVID – 19-ით ინფიცირებულებსა და დაღუპულებთან დაკავშირებული ვითარება ნაციონალური მასშტაბიტრაგედიად იქცა, მსხვერპლთა რიცხვი კი სწრაფად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ თავად ამერიკის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიებარაერთხელ ქცეულან საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების წყაროსხვადასხვა ქვეყანაში. საშიში ვირუსების გაჟონვა, როგორიცაა ციმბირული წყლული, ფრინველის გრიპი, ბოტულიზმი, ბრუცელოზი, ხდება აშშ–ში მეოთხდონის (უმაღლესი) ლაბორატორიებში. აშშ-ში დაახლოებით 15 ასეთი ლაბორატორიაა. ასე, მაგალითად, 2013 წელსამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში ამერიკის ქალაქ გალვესტონში, პირდაპირ საყინულე კამერიდან გაქრა სინჯარა საშიში გუანარიტოს ვირუსით გუანარიტო (Guanarito), ხოლო 2014 წელს დაიხურა ორი ბიოლაბორატორია აშშ-ში, რომლებმაც ”დაკარგეს” ციმბირული წყლულისა და ფრინველის გრიპის ნიმუშები.

2020 წლის 14 აპრილს რიგმა უკრაინელმა დეპუტატებმა ოფიციალური წერილი გაუგზავნეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიუკრაინაში აშშ-ის მიერ დაფინანსებული მინიმუმ 15 ბიოლაბორატორიის არსებობის ფაქტის დადასტურების მოთხოვნით. კიევში აშშ-ის საელჩო არ უარყოფს ინფორმაციას ამ ლაბორატორიების განთავსების შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე.

ამერიკული მხარე ირწმუნება, რომ 2005 წლიდან განხორციელებული ექსპერიმენტებს მშვიდობიანი ხასიათის აქვს, თუმცა, საშიში დაავადებების აფეთქებები უკრაინაში საპირისპიროზე მეტყველებს. 2011 წელი - ქოლერის აფეთქება, 33 დაღუპული; 2014 წელი - 800 ადამიანი დაინფიცირდა ქოლერით; 2016 წელი - 20 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა გრიპის მსგავსი ვირუსით, ხოლო სამოქალაქო მოსახლეოაბში გამოვლინდა 364 სასიკვდილო შემთხვევა; 2019 წლის 11 თვის განმავლობაში წითელათი დაინფიცირდა 5371 უკრაინელი, მათგან 2347 - ბავშვი. შედარებისთვის, 2017 წელს დაფიქსირდა სულ 87 შემთხვევა, ხოლო 2016 წელს - 3.

პოსტსაბჭოთა სივრცე - აშშ-ბიოიარაღის შემუშავების პლაცდარმი

სსრკ-ის დაშლის შემდეგ ახალგამოჩეკილი რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესამჩნევი რეგულარობით იქმნებოდა აშშ–ის ბიო ლაბორატორიები. უკრაინის გარდა, ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა საქართველო, ტაჯიკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და მოლდოვა. თანაც, ლაბორატორიების რაოდენობა ყოველწლიურად მხოლოდ იზრდება. მათ მაკავშირებელს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ყველა ობიექტსა და კვლევის შედეგებზე წვდომა მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ.

ადგილობრივ მეცნიერებსა და ტექნიკურ პერსონალს ბანალურად არ გააჩნია წვდომა შენობის შიგნითაც კი, იმ ოთახებზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საიდუმლო კვლევები ტარდება.

ინტერესი აშშ-ის საიდუმლო ლაბორატორიების მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2018 წელს გამოჩნდა ბულგარელი ჟურნალისტის, დილანა გაიტანჯიევას სკანდალური გამოძიება, რომელიც ცხადყოფდა შოკისმომგვრელ ფაქტებს აშშ-ის ბიოლოგიური ექსპერიმენტების სამხედრო პროგრამის შესახებ მთელს მსოფლიოში. კერძოდ, საუბარი ეხებოდა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც 2011 წელს თბილისში, DTRA-ს პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მესამე ხარისხიბიოუსაფრთხოების ეს ბიოლაბორატორია ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის სპეციალისტებისთვის, რომელთაც წვდომა აქვთ საიდუმლო ინფორმაციაზე. ცენტრის მიზნები: ბიოაგენტების შესწავლა (ციმბირული წყლული და ტულარემია), ვირუსული დაავადებები (მათ შორის ჰემორაგიული ცხელება ყირიმი-კონგო) და ბიოლოგიური ნიმუშების შეგროვება მომავალი ექსპერიმენტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2014 წელს ლუგარის ცენტრი აღჭურვილ იქნა სპეციალური ტექნიკით მწერების მოსაშენებლად და დაიწყო შეგროვების, შესწავლისა და დაინფიცირების დონის ტესტირების პროექტების რეალიზება, დაფიქსირდა ამ მხარსთვის ატიპიური მწერების გავრცელება, და ასევე სხვადასხვა დაავადებების გახშირებულშემთხვევებირიცხვი ქვეყნის მოსახლეობაში.

ამერიკული ბიოლაბორატორია არსებობს მოლდოვაში. 2008 წელს, USAID -ის მხარდაჭერით გაიხსნა ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორია კიშინიოვში, "აივ / შიდსისა და B, C ჰეპატიტების პრევენციის" პროექტის ფარგლებში, მაგრამ მცირედი შეზღუდვით: მოლდოვას მთავრობასა და უსაფრთხოების სამსახურებს არ აქვთ წვდომა ლაბორატორიაზე და არ აკონტროლებენ კვლევების მიმდინარეობას.

სამხედრო-ბიოლოგიური სიმძლავრეების გავრცელება ასევე მოხდა შუა და ცენტრალურ აზიაშიც. ასე მაგალითად, 2007 წელს უზბეკეთში გაჩნდა პირველი ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია, რომელიც ტაშკენტში მდებარეობს. 2013 წელს ამუშავდა კიდევ ორი ​​ - ანდიჯანში და ფერგანაში, ხოლო 2016 წელს - ურგენჩში (ხორეზმის რეგიონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია).

ლაბორატორიის მშენებლობა დაფინანსდა DTRA–ს მიერ. ამასთან, აშშ-მა დააფინანსა მიკრობიოლოგიის რესპუბლიკური ინსტიტუტის, ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის, ვირუსოლოგიის კვლევითი ინსტიტუტისადა ჯანდაცვის სამინისტროს საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში ინფექციების პროფილაქტიკის ცენტრის ბაზაზე განთავსებული სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების მოდერნიზაცია. დღეისათვის არსებობს 10 ობიექტი (ტაშკენტის გარდა, ქალაქებში ანდიჯანში, ბუხარაში, დენაუში, ყარში, ნუკუსი (კარაკალპაკია), ურგენჩი, სამარანდსა და ფერღანში სანიტარული ინსპექციის სადგურები, უზბეკეთივეტერინარული ცენტრი).

უზბეკეთის ტერიტორიაზე რეგულარულად ხდება ეპიდემიების, მათ შორის უცნობი წარმოშობის ეპიდემიების აფეთქება.

2008 წელს სომხეთი შეუერთდა DTRA-ს პროგრამას ბიოლოგიური საფრთხის (BTRP) შემცირების მიზნით, ხოლო 2018 წლისთვის ამერიკელმა მოიჯარადრეებმა ქვეყანაში შექმნეს 12 ბიოლოგიური ლაბორატორიისგან შემგარი მთელი ქსელი და ამაზე დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დახარჯეს. სამი მათგანი მდებარეობს ერევანში - დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრში, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურში და ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფო „ნორკ“-ში, ხოლო იჯევანში, გიუმრიში, მარტუნსა და ვანადორში მოქმედებს რეგიონუი ლაბორატორიები.ვირუსოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ ლაბორატორიების საქმიანობის შედეგად მკვეთრად გაუარესდა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, ასევე კავკასიის რეგიონში და მის მიმდებარე რაიონებში.

მოგეხსენებათ, სსრკ-ის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანში უპატრონოდ დარჩა ობიექტების ქსელი, რომლებიც მოიცავდა 6 სამეცნიერო ინსტიტუტს, 29 რეგიონულ და 53 საველე ბიოსადგურს, რამაც ძალიან დააინტერესა აშშ. ამიტომ, 2005 წელს, აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთა დაკავშირებული ტექნოლოგიისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობის, ასევე ამ სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ”. ამრიგად, 2013 წელს გაჩნდა 170 მილიონი დოლარის ღირებულების ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორია ბაქოში, რომელიც სპეციალიზებული იყო ადამიანური და ცხოველური წარმოშობის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმების შესწავლაზე. გარდა ამისა, აშენდა და მოდერნიზებული იქნა ათამდე ბიოლოგიური მონიტორინგის სადგური აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში ამერიკელებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

იმავე წელს, ტაჯიკეთში, აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიასთან აფილირებული დასავლური კომპანიების მიერ შეიქმნა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების ქსელი სუჟდისა და ხატლონის ოლქებში დუშანბეში და ვაიდატის რესპუბლიკურ ტუბერკულოზის საავადმყოფოში - “შიფო”.

2016 წელს, ალმატში, მ. აკიმბევის სახელობის ყაზახეთის საკარანტინო და ზოონოზური ინფექციების სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორია. მისი მშენებლობა ამერიკელებმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს, რისთვისაც 80 მილიონი დოლარი გამოჰყვეს. მაშინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარებით და სურს დაეხმაროს ყაზახეთს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მაგალითზე, სადაც ასეთი ლაბორატორიები უკვე მუშაობდა. უფრო მეტიც, მშენებლობის ადგილიც განსაკუთრებული შეირჩა - სეისმური აქტივობის ზონა.

ამასთან, გეოგრაფიულად, ქვეყანა მდებარეობს მუდმივი ქარების ტერიტორიაზე და ატმოსფეროში მოხვედრილი ინფექცია შეიძლება სწრაფად გავრცელდეს შორ დისტანციებზეც. საშიში ინფექციების გაჟონვა საფრთხეს შეუქმნის ყაზახეთის მილიონობით მკვიდრის სიცოცხლეს, ასევე ყაზახეთის საზღვართან მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს.

პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის რეფერენს-ლაბორატორიების ქსელის შექმნა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე მიზნად ისახავს ამ ქვეყნები მიკროორგანიზმების შტამების გავრცელების აღკვეთას გარემოში, აგრეთვე, ამერიკაზე ბიოლოგიური შეტევის შანსების მინიმიზაციას.

ოღონდ გაუგებარია, როგორ შეძლებენ, მაგალითად, ყაზახეთი ან მოლდოვა აშშ-ზე ბიოლოგიური შეტევის განხორციელებას. ბუნდოვანია ის ფაქტიც, თუ რატომ მდებარეობს ეს კვლევითი ცენტრები მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვის მქონე დიდ ქალაქებში, სადაც ვირუსის გაჟონვა უფრო მეტად საშიშია.

და ახლა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მრავალი ქვეყნის პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომელთა ტერიტორიაზე შეიქმნა აშშ–ს ბიოლაბორატორიები, სვამენ კითხვებს: ”რატომ არ აქვს რაიმე შედეგი ამ ლაბორატორიებიქსელის მუშაობას COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში? რატომ არაფერი იღონა ბიოლოგიური დაცვის ინტერესებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ასეთმა მასშტაბურმა ქსელმა საკუთარი მოქალაქეებიდასაავად”?

ამ კითხვების პასუხები კი ზედაპირზე დევს...

საქინფორმის პუბლიკაციაში გამოყენებულია ფაქტებყოველკვირეული გაზეთიდან „Аргументы недели“