უცხოეთი
მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებული აღლუმი 24 ივნისს ჩატარდება

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში დიდი სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებული აღლუმი 24 ივნისს ჩატარდება.

შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

მისივე ბრძანებით, “უკვდავი პოლკის” მარში 26 ივლისს ჩატარდება, როდესაც სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე აღინიშნება. ამავე დღეს, ქვეყნის მთავარ სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზებზე ტრადიციული სამხედრო-საზღვაო აღლუმიც გაიმართება.

ამასთანავე, პუტინის განკარგულებით, უნდა მოხდეს “მონაწილეების ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი რისკების არიდება”.

გამარჯვების 75 წლისთავნთან დაკავშირებული აღლუმი 9 მაისს კორონავირუსითან დაკაშირებული სიტუაციის გამო არ ჩატარდა.

kvira.ge