საზოგადოება
Euractiv: საქართველო აშშ-ის საიდუმლო ლაბორატორიის მიერ COVID-19-ის გავრცელების შესახებ ყალბი ამბების სამიზნე გახდა

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. „საქართველო აშშ-ის საიდუმლო ლაბორატორიის მიერ COVID-19-ის გავრცელების შესახებ ყალბი ამბების სამიზნე გახდა“ - სტატიას ამ სათაურით გამოცემა EURACTIV-ი აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ დეზინფორმაცია დიდი ხანია ვრცელდება, ახლა კი რუსულ მედიაში გახშირდა სტატიები იმის შესახებ, რომ თბილისი ლაბორატორიის დახმარებით კორონავირუსის ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გავრცელებას ცდილობს.

საქართველოს შემთხვევაში, ეს საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარე, რადგან აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის სამედიცინო დაწესებულებამ COVID-19-ზე ქვეყნის წარმატებულ რეაგირებაში დიდი როლი შეასრულა“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ამტკიცებს, თითქოს ლუგარის ცენტრში სხვადასხვა ბიოლოგიური აგენტების და პათოგენების გადამტანებად მწერებს იყენებს. გამოცემა იმასაც წერს, რომ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას ითხოვენ, რაზეც საქართველოსგან უარი მიიღეს.

26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე. აშშ-ის საელჩომ საქართველოში მოსკოვი ლაბორატორიის მუშაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ქართული მხარე კი რუსეთს ლაბორატორიის დათვალიერებას საერთაშორისო ფორმატში სთავაზობს.