პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „ლუგარის ლაბორატორიას ჰყავს პოლიტიკური, და არა პროფილური ხელმძღვანელობა“ (NEWS FRONT)

      სააგენტო საქინფორმის მთ. რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ჯერ კიდევ 4 მაისს განაცხადა თამამად, რომ ლუგარის ლაბორატორიის ნაქებილომებიიმნაძე-გამყრელიძე მწარედ შეცდნენ და მაისის თვე ვერ გახდებოდა კორონავირუსის პიკი საქართველოში. ახლა, როცა მაისი გავიდა, ხიდირბეგიშვილის ეს განცხადება ასი პროცენტით დადასტურდა.

4 მაისს არნო ხიდირბეგიშვილმა “ნიუსფრონტის” რუსულ რედაქციასთან საუბარში სხვა საინტერესო გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება. მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ამ საუბრის შინაარსს:

ამერიკის ელჩი კითხვებსაც კი ძალზე მტკივნეულად აღიქვამს ლუგარის ლაბორატორიისა და მისიმაღალპროფესიონალი ქართველი ხელმძღვანელობისმისამართით, ვისი მადლიერიც, თურმე, კუბოს კარამდე უნდა ვიყოთ გადარჩენისთვის! ამიტომ არ შემიძლია დღეს არ შევახსენო ქალბატონ კელი დეგნანს, რომ სწორედ ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეგამყრელიძე და იმნაძეატყუებდნენ მოსახლეობას, ჰპირდებოდნენ ყველაზე რთულ კვირებს და ეპიდემიის მწვერვალს მაისის დასაწყისიდან, რომელიც, ამპროფესიონალებისთქმით, ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო!

განა იგივე ლუგარელები ყოველდღიურად რამდენჯერმე არ გვიყვიროდნენ ტელეეკრანებიდანაქაოდა, თუ გინდათ ცოცხალი დარჩეთ, არ წახვიდეთ ეკლესიაში, განსაკუთრებით აღდგომას?! ჰოდა, აბა სად არის ეს საეკლესიო კლასტერი, სად არის ეს ათასობით კუბო?! ორ კვირაზე მეტი გავიდა და არც ერთი იმ ათასობით მრევლიდან, რომლებიც 10 საათის განმავლობაში იდგნენ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიაზე, ავად არ გამხდარა! მადლობა ღმერთს, და ასევე, არც ერთი სასულიერო პირი, თუმცა ლუგარის ლოგიკის თანახმად, ყველაფერი მათ წინააღმდეგ იყო! მაგრამ გაიმარჯვა იესომ, მართლმადიდებლურმა მრწამსმა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მისმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც, ხელისუფლებისა და აშშ-ის საელჩოს მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, კატეგორიული უარი თქვა ტაძრების დახურვაზე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!

ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ხელსაყრელი პლატფორმაა ურთიერთსაყვედურებისა და ანგარიშსწორებისთვის აშშ-სა და ჩინეთს, აშშ-სა და რუსეთს შორის! ნახეთ: აშშ საყვედურობს ჩინეთს, რომ კორონავირუსი უჰანის ბიოლაბორატორიაში შეიქმნაჩინეთი მიუთითებს აშშ- ლუგარის ბიოლაბორატორიაზე საქართველოში; აშშ რუსეთს ადანაშაულებს კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ფაქტების დამალვაშირუსეთი პასუხობს განცხადებით მის საზღვრებთან ლუგარის ბიოლაბორატორიის არსებობის შესახებ!

/…/ საქართველოში ამერიკელებმა საგანგებოდ არ დაუშვეს კორონავირუსის პანდემია, რათა ამაში ლუგარის ლაბორატორია არ დაედანაშაულებინათ! ლაბორატორიის საქმიანობა ხომ დღესაც საიდუმლოებით არის მოცული, როგორც ლაბორატორიის შენობის თავზე ცისარტყელის ყველა ფერის კვამლი, პერიოდულად რომ აშინებს ალექსეევკისა და ვარკეთილის მცხოვრებლებს! და იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს კვამლი გავაქროთ, აუცილებელია, პირველ რიგში, ვაღიაროთ, რომ ლუგარის ლაბორატორიას ჰყავს პოლიტიკური, და არა პროფილური ხელმძღვანელობაგამყრელიძე და იმნაძე, უბრალოდ, “ზამპოლიტებიარიან, ოღონდამერიკელების, და არ რუსიზამპოლიტები“!

მეორეც, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ლუგარის ბიოლაბორატორია, რეფერენს-ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრიეს ყველაფერი არის შირმა, რომლითაც სპეციალურად გვაბრიყვებენ! საჭიროა მკაფიო პასუხირამდენი ლაბორატორია მუშაობს ალექსეევში ერთ ჭერქვეშ, უწინდებურად არის თუ არა მათ შორის აშშ-ის სახმელეთო ჯარების ლაბორატორია, რატომ აქვს ამ ლაბორატორიებს დაცვის განსხვავებული დონე და რას საქმიანობენ ისინი. მორჩა! დასრულდება ყველა ინსინუაცია და ქალბატონ ზახაროვის მოუწევს ბოდიშის მოხდა დაკალინკასცეკვა!

არსებობს მეორე ვარიანტიცნუ გააკეთებენ ამასგანაცხადონ, რომ ეს არის სრულიად საიდუმლო ინფორმაცია და განსაკუთრებით აბეზრები შორს გააგზავნონარა, აწ გარდაცვლილ ლუგართან არა, არამედ მის ცოცხალ მეგობართანსააკაშვილთან, რომელმაც ყველაფერი იცის მის მიერ აშენებული ლაბორატორიის შესახებ!“.