აქტუალური
ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება! - პესკოვი

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ხედავს თუ არა პარალელს მიმდინარე მოვლენებში ამერიკელი და რუსი პოლიციელების ქმედებებს შორის.

ამასთან, კრემლის პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არ უსაუბრიათ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, განიხილეს თუ არა ორი ქვეყნის პირველმა პირებმა აქციების თემა, პესკოვის პასუხი ასეთი იყო: არა, ეს არ ეხება აშშ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს“.