უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს.

„ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენ ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია", - წერს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ფაშინიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 766-ით გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში პანდემიის პირველი დღიდან. მთლიანობაში დაინფიცირებულია 13 130 ადამიანი.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და 200 პაციენტის ჰოსპიტალიზება შეუძლებელია საავადმყოფოებში ადგილების არ არსებობის გამო.

interpressnews.ge