აქტუალური
არასწორია მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც კორტნი აღნიშნავს, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება.

რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში სწორად უჭერს მხარს საქართველოს მხარდამჭერ აქტს, თუმცა არასწორია მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის „ახლო მოკავშირეა“ და „ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში“.

ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება“, – აღნიშნავს უილიამ კორტნი.