უცხოეთი
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 9 570 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 115.

აზერბაიჯანში ვირუსისგან 5 309 ადამიანი განიკურნა.

1tv.ge