სამართალი
გიორგი გახარია - არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება, ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება. საერთოდ ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს და თუ არსებობს, მინიმალურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პირველ არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თემა შესაძლოა, გამომდინარეობდეს იქიდან, რომ კრიზისს და პანდემიას ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა.

არჩევნებს, საკონსტიტუციო ვადებში არაფერი არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევასაც და მეორესაც ერთი და იგივე ხალხი კიდევ და კიდევ პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს. დღეის მდგომარეობით ასეთი რისკი არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.