უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ფედერალურ მთავრობას ნებართვა მივეცი, დააპატიმრონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძეგლებს ან სხვა მსგავს ფედერალურ საკუთრებას ანგრევს

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ფედერალურ მთავრობას ნებართვა მივეცი, დააპატიმრონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძეგლებს ანგრევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ფედერალურ მთავრობას ნებართვა მივეცი, ათ წლამდე ვადით დააპატიმრონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მონუმენტებს, ძეგლებს ან სხვა მსგავს ფედერალურ საკუთრებას ანგრევს აშშ-ში. დაკავება შეიძლება მოხდეს ვეტერანთა ხსოვნის დაცვის აქტით ან სხვა კანონით, რომელიც შესაძლოა, შესაბამისობაში იყოს. ეს ქმედება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მაგრამ ასევე შესაძლოა, გამოყენებული იყოს უკუძალით უკვე განადგურებული და ვანდალური ქმედებისთვის. გამონაკლისები არ იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

1tv.ge