პუბლიკაციები
სერგეი გავრილოვი: მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარების საშუალებას მოგვცემს

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხებში, სერგეი გავრილოვმა რეაგირება მოახდინა პუტინის მორიგ შეურაცხყოფაზე ჟურნალისტად პოზიციონირებული ქართველი "მოღვაწის" მხრიდან. სერგეი გავრილოვმა კომენტარი გააკეთა მის მიმართვასა და ქართული მხარის რეაქციასთან დაკავშირებით გადაცემის - ”На самом деле” ეთერში.

250 ათასმა ქართველმა თავი დადო საბჭოთა ხალხის საერთო გამარჯვების საკეთილდღეოდ. მათ შორის, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. იმ დროისთვის საქართველოს არ გააჩნდა არავითარი სამხედრო ინდუსტრია, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებდა ზურგისთვის. ქართველებმა 70-ზე მეტ სამხედრო ჰოსპიტალი გახსნეს. და ეს, რა თქმა უნდა, გვახსოვს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც გამარჯვებულების მემკვიდრეებად მიიჩნევენ თავს, არასოდეს დაემორჩილებიან იმედგადაწურულნეოდიქტატორთა” ან ეგრეთ წოდებულ ”ამერიკელ მრჩეველთა” ბინძურ პროვოკაციებს, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ წაჰკიდონ ჩვენი ხალხები, მიუფურთხებიათ საქართველოს მომავალისთვის, მის თავისუფლების, კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.