უცხოეთი
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის ქვეყანაში შეჭრა სრულად აღკვეთა

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსული ინფექციის შეჭრა სრულად აღკვეთა. „როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნული განცხადება ქვეყნის მმართველი „მუშათა პარტიის“ პოლიტბიუროს გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა.

კიმ ჩენ ინმა ანტი-ეპიდემიურ ფრონტზე მოსახლეობა „თვითკმაყოფილებაზე და მოდუნებაზე“ გააფრთხილა და მაქსიმალური სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა ინფიცირების არც ერთ შემთხვევას არ ადასტურებს.