პუბლიკაციები
ბელორუსის გათავისუფლების 75 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს 45 მოქალაქე მედლებით დაჯილდოვდა, დაჯილდოებულთა შორისაა საქინფორმის მთავარი რედაქტორი

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, გერმანელ ფაშისტ დამპყრობელთაგან ბელორუსის გათავისუფლების 75 წლისთავის აღსანიშნავად ბელორუსის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ საქართველოს 45 მოქალაქე მედლებით დააჯილდოვა. ესენი არიან დიდი სამამულო ომის ქართველი ვეტერანები, რომლებიც იბრძოდნენ ბელორუსის პირველი და მე–2 ფრონტის რიგებში, ასევე ცნობილი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართველი და ბელორუსიელი ხალხების ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებაში და დიდი გამარჯვების მარადიული ხსოვნის საქმეში. ესენი არიან ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკური მეცნიერებების დოქტორი, გენერალ-მაიორი გილარი ბაქრაძე და „საქინფორმ“-მთავარი რედაქტორი და გენდირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ, რომ დაჯილდოვებულთა სიას სათავეში უდგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესილია მეორე.

   საქინფორმი გულითადად ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და ყველა დაჯილდოებულს და უსურვებს მათ, პირველ რიგში, ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, იმედოვნებს, რომ მომავალშიც შეძლებს მათი ნაყოფიერი აქტიური საქმიანობის გაშუქებას ჩვენი მოძმე მართლმადიდებელი ხალხის საკეთილდღეოდ.

     საქინფორმი გულწრფელ მადლობას უხდის ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრე გრიგორის ძე ლუკაშენკოს, ბელორუსის მთავრობასა და საქართველოში ბელორუსის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოზე, მის სახელოვან შვილებზე ზრუნვისა და დაუვიწყარი ხსოვნისთვის, რომლებიც სსრკ-ის სხვა ხალხებთან ერთად მთელ მსოფლიოს ნაცისტური ჭირისგან გმირულად იცავდნენ თავისი სამშობლოს - საქართველოს გაუმიჯნავად!


საქინფორმი