პუბლიკაციები
კეზერაშვილის „ფორმულა“, ანუ ვინ არის საქართველოში ყველაზე „მთავარი“ - საქინფორმის ანალიზი

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ცნობილმა ამერიკულმა კომპანია "Edison Research"-მა, ეთერში პირველად 2019 წლის 1 ოქტომბერს გასული ტელეკომპანია "ფორმულა"-ს დაკვეთით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ხანის საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს ეკუთვნის (წილის 51%, ისრაელის მოქალაქე, ძებნილი საქართველოს პროკურატურის მიერ 2012 წლიდან, დანარჩენი 49% კი თანაბრად იყოფა - 12,25% - თითოეულს - სააკაშვილის თვალსაჩინო მომხრეებს შორის: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საგინაძე, გიორგი ლიფონავა და ზუკა გუმბარიძე), სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.

   გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 23 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეების პირადი ინტერვიურების მეთოდით. შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 2 ათასი ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა). ცდომილება შეადგენს + - 2.1%.

საქართველოში მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს (შემდგომში - "ქო") ლიდერების რეიტინგი, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ასეთია:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - 65% დადებითად აფასებს, 35% უარყოფითად;

თბილისის მერი, „ქო“-ს გენერალური მდივანი კახა კალაძე - 55% დადებითად, 45% უარყოფითად;

„ქო“-ს თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი - 48% დადებითად, 52% უარყოფითად;

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 45% პოზიტიურად, 55% უარყოფითად;

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე - 37% პოზიტიურდ; 63% უარყოფითად;

„ქო“-ს აღმასრულებელი მდივანი და „ქო“-ს წინასაარჩევნო კამპანიის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე - 33% პოზიტიურად; 67% - ნეგატიურად.

დიახ, პრემიერ მინისტრი გახარია ნამდვილად პოპულარულია საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობაში, ეს მართალია, მაგრამ ეს უმრავლესობა, ბუნებრივია, ივანიშვილის პარტია „ქო“- ამჟამინდელი ხელისუფლების, და არა სააკაშვილის გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეა, რომელიც უკვე ერთი წელია მოითხოვს “თვალთხარიას“ გადადგომას და მოუწოდებს მისი გასამართლებისკენ ოპოზიციის აქციის დარბევის გამო ე.წ. "გავრილოვის ღამეს".

   მილიონერისა და ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავის კალაძის მეორე ადგილიც ასევე გასაგებია, რადგან მას ივანიშვილზე ყველაზე ნაკლებად დამოკიდებულის სტატუსი აქვს, ინარჩუნებს ურთიერთობებს ოპოზიციური პარტიების ბევრ ლიდერთან, და ასევე მძლავრად მუშაობს პერსონალური პიარისთვის პროდასავლურ ახალგაზრდობას შორის.

   საქართველოში ნომერ პირველი პოლიტიკური ფიგურა ივანიშვილი წელიწადზე მეტია საჯაროდ არ დაკავებულა პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით, არ ჩანს მედიაში, არ პასუხობს კრიტიკაზე, შესაბამისად, მისი რეიტინგი შეიძლება შეფასდეს მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების შტოების დანარჩენი ხელმძღვანელების პოპულარობის საფუძველზე.

   რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც მანამდე პროქართული შეხედულებებით იყო ცნობილი, მან ნამდვილად დაკარგა თავისი უწინდელი პოპულარობა ამომრჩეველთა შორის თავდაცვის მინისტრის რანგში, ანუ როგორც კი გახდა პენტაგონის მიერ კურირებული უწყების „ჩარჩო“ ჩინოვნიკი და რეიტინგით გაუთანაბრდა თბილისში ნაკლებად პოპულარულ თალაკვაძის ფიგურას.

   „ქო“-ს რესპუბლიკური წინასაარჩევნო შტაბის უფროსი, „ქო“-ის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ექს-თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი კობახიძე პრაქტიკულად მმართველი პარტიის ერთადერთი “ძრავაა”, რომელიც უშუალოდ ახორციელებს შიდა პარტიულ საქმიანობას და ხშირად იღებს აუცილებელ, თუმცა არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს.

   გამოკითხულთა 59% -მა უპასუხა, რომ სურთ ახალი პარტიის ან სხვადასხვა პარტიებისგან შემდგარი კოალიციის ხილვა საქართველოს პარლამენტში, ხოლო 41% მხარს უჭერს ქართულ ოცნებას მმართველი პარტიის როლში - ანუ საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში, როგორც ახლა.

გარდა ამისა, უმრავლესობა - გამოკითხულთა 56% თვლის, რომ თუ ოპოზიცია (სააკაშვილის პარტია და მასთან ასოცირებული ბოკერი, ნათელაშვილი, ბურჯანაძისა და კიდევ 15 ურეიტინგო პარტი) გაიმარჯვებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ქვეყნის მომავალი გაუმჯობესდება, ხოლო 44% - პირიქით, თვლის, რომ ამ პირობებში ქვეყანაში არსებული ვითარება გაუარესდება (ანუ ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პარტიაქო-ს პოტენციური ამომრჩევლები).

   პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგში ლიდერობს მოძრაობა ახალი საქართველოსთვის, რომელიც შექმნა და სათავეშიც ჩაუდგა სააკაშვილის მოკავშირემ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ბოლო „პლეადიდან“ გიორგი ვაშაძემ - გამოკითხულთა 36% მას დადებითად აფასებს, 64% კი უარყოფითად. კვლევის ეს ნაწილი ყველაზე მეტ უნდობლობას იწვევს, რადგან მწირი ელექტორატის მქონე პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობს არაპოპულარული, მოუქნელი და გარკვეულწილად ექსცენტრიკული ვაშაძე, ვერ გადაასწრებს ქო“-ს, პატრიოტთა ალიანსს და სხვა "ძველ" პარტიებს, რომელთაც სტაბილური ელექტორატი ჰყავთ. ერთადერთი ფაქტი, რომელიც შეესაბამება სინამდვილეს, არის ის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პარტიას, გარდა ქო”-, ”ნაციონალური მოძრაობისადაპატრიოტთა ალიანსისა”, საქართველოში ჰყავს ლილიპუტური ამომრჩეველი, რომელიც მხოლოდ მათი პარტიის აქტივისტებისაგან შედგება, ისინი იმდენად არაპოპულარული არიან ხალხში, რომ არავინ იცის მათი სახელები და მხოლოდ ზოგიერთი იცნობს - მხოლოდ ლიდერთა გვარებით.

   შემდგომ, „Edison Research“-ის ვერსიით, პარტიების რეიტინგი შემდეგნაირია:

ევროპული საქართველო” - ”თავისუფალი დემოკრატები - დადებითად 35%, უარყოფითად 65% (ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის პარტიებისა და ალასანიას ყოფილი პარტიის გაერთიანება)

ლეიბორისტული პარტია: პოზიტიურად 33%, უარყოფითდ 67%

"ქართული ოცნება": პოზიტიურად - 33%, უარყოფითად - 67%

მოქალაქეები”: დადებითად - 32%, უარყოფითად - 68%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - "გაერთიანებული ოპოზიცია": პოზიტიურად - 29%, უარყოფითად - 71%

პატრიოტთა ალიანსი: პოზიტიურად - 29%, უარყოფითად - 71%

ლელო“: პოზიტიურად - 27%, უარყოფითად - 73%

გამარჯვებული საქართველო: პოზიტიურად - 23%, უარყოფითად - 77%

"თავისუფალი საქართველო": პოზიტიურად - 21%, უარყოფითად - 79%

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო": პოზიტიურად - 21%, უარყოფითად - 79%

რესპუბლიკური პარტია: პოზიტიურად - 19%, უარყოფითად - 81%

"სამართლიანობისთვის": პოზიტიურად - 17%, უარყოფითად - 83%

გირჩი“: დადებითად - 15%, უარყოფითად - 85%

კითხვაზე - "თუ ხვალ გაიმართებოდა საპარლამენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას?" - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება (ივანიშვილი) - 39%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (სააკაშვილი) - 16%

"ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" (ბაქრაძე - ბოკერია) - 5%

"ლეიბორისტული პარტია" (შალვა ნათელაშვილი) - 3%

"ლელო საქართველოსთვის" (მამუკა ხაზარაძე) - 3%

ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე -” აღმაშენებლისსტრატეგია) - 3%

პატრიოტთა ალიანსი (დავით არხან-მოურავი) - 3%

"გირჩი" (ზურაბ ჯაფაიძე) - 2%

"მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი)" - 2%

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე)" - 1%

გამარჯვებული საქართველო” (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%

სამართლიანობისთვის” (ეკა ბესელია) 1%

"თავისუფალი საქართველო" (კახა კუკავა) - 1%

   გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემენ ხმას.

   გამოკითხვის ეს ნაწილი მეტ-ნაკლებად შეესაბამება ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობას, განსაკუთრებით ეს ეხება პროპორციას პირველ სამ პოლიტიკურ ძალას შორის, თუმცა საქინფორმის პროგნოზით, ქართული ოცნება ხმების უდიდეს პროცენტს მიიღებს - არანაკლებ 45%-სა. რაც შეეხება ქვემომოყვანილებს, პროცენტები გარკვეულწილად გაზვიადებულია, თანაც პროპორციულად, მაგალითად, ბურჯანაის, ელისაშვილის, ოქრუაშვილისა და ბესელიას პარტიები ვერასდროს მიიღებენ ამომრჩევლების ხმათა 1% -საც კი.

კითხვა: "თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციური კოალიციისგან?"

დავით ბაქრაძე - 26%

გიორგი ვაშაძე - 20%

გრიგოლ ვაშაძე - 18%

მიხეილ სააკაშვილი - 7%

ნიკა მელია - 5%

შალვა ნათელაშვილი - 4%

ირმა ინაშვილი - 2%

მამუკა ხაზარაძე - 2%

კითხვის ამ ნაწილში მიღებული პასუხები ასევე არ იწვევს ნდობას, მაგალითად - სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეა, გაცილებით დიდი ელექტორატი ჰყავს მის იდეოლოგიურ მიმდევრებს შორის, რომლებსაც საქართველოში სამართლიანად შეარქვეს "სექტა", ვიდრე ყველა სხვა ოპოზიციურ ლიდერს ერთად აღებულს. როგორც ჩანს, კეზერაშვილის "ფორმულა" მიერ პირველ სამ პოზიციაზე საკმაოდ კარიკატურული პოლიტიკური პერსონაჟების დასახელება მიზნად ისახავდა ამომრჩევლის მომხრეობის დემონსტრირებას იმ ლიდერების მიმართ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის სისხლით ყველაზე ნაკლებად იყო გასვრილი. რაც შეეხება სააკაშვილის დე ფაქტო ოპოზიციური ძალების მთელი სპექტრის შეურიგებელ მტერს, ირმა ინაშვილს, იგი საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ აღიქმება ოპოზიციის წარმომადგენლად, გარდა, როგორც ხელისუფლების კონსტრუქციული ოპოზიციისა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში მას მხარს უჭერს სახელმწიფოს ინტერესებში და ეწინააღმდეგება წინა რეჟიმის აღდგენას.

   კვლევის ეს ნაწილი ეწინააღმდეგება ქვემოთ მოყვანილს, რაც ადასტურებს საქინფორმის ანალიზს, კერძოდ, სააკაშვილს, სხვაოპოზიციონერებთანშედარებით, მისი რეჟიმადმი ყველაზე მეტი ნოსტალგიურად განწყობილი ფანატი ჰყავს საქართველოში. კვლევის თანახმად, სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს (2004 – 2011წ.წ.) საქართველოს მოსახლეობა აფასებს ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდზე (2012 წლიდან დღემდე) უკეთ, გამოკითხულთა 76% 2004 წლიდან 2012 წლამდე პერიოდს აფასებს დადებითად, ხოლო 24% უარყოფითად. ხოლო 2012 წლიდან დღემდე პერიოდს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 58%, ხოლო უარყოფითად - 42%.

   და დასკვნის სახით - კვლევის ბოლო ნაწილი, რომელიც მთლიანად ფალსიფიცირებულია და მინიმალურადაც კი არ შეესაბამება სინამდვილეს - რომ საქართველოს მოსახლეობა, თურმე, ყველაზე მეტად ენდობა უკრაინას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, ხოლო რუსეთს - ყველაზე ნაკლებად.

უკრაინა - 93%

აშშ - 92%

დიდი ბრიტანეთი - 90%

ისრაელი - 85%

თურქეთი - 74%

აზერბაიჯანი - 73%

სომხეთი - 68%

ირანი - 56%

რუსეთს გამოკითხულთა 28% ენდობა, 72% კი არ ენდობა.

ევროკავშირს და ნატოს 92% ენდობა, 8% - არ ენდობა.

     საქმის ჭეშმარიტი ვითარება კი შემდეგნაირია (ჩამოვთვალოთ პუნქტებად): საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა

უკიდურესად გაბრაზებულია უკრაინაზე, რომელმაც საქართველოს სააკაშვილი არ გადმოსცა;

უკიდურესად გაბრაზებულია აშშ-ზე, რომელიც ქართველებს მხოლოდ მორალს უკითხავს და დემოკრატიას ასწავლის, მაგრამ არ დაეხმარა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში და ნატოში მიღებაზეც უარი სტკიცა (”შესაძლოა მომავალში, მაგრამ არა დღეს” - . ტრამპი);

დიდი ბრიტანეთი, ზოგადად, არანაირად არ აღიქმება, მხოლოდ როგორც გაუგებრობა, რომელმაც თითქოს დატოვა ევროკავშირი, და თითქოს - არა;

უკმაყოფილოა ისრაელით, რომელიც ბოლო ხანებში მათ აბუჩად იგდებს აეროპორტებში და დეპორტაციამდე "ვირის აბანოში" აყურყუტებს;

არ ენდობიან თურქეთს, რომელიც აჭარაში სამხედრო ექსპანსიას ამზადებს, ეკონომიკურისა და რელიგიურის კვალდაკვალ;

ნაკლებად ენდობიან აზერბაიჯანს "დავით გარეჯის" სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ;

სომხეთს მათი განსაკუთრებული ნდობა არასოდეს ჰქონია;

ირანთან ვაჭრობდნენ, მაგრამ გაბრაზებული არიან იმის გამო, რომ თბილისი ირანელებით გაივსო;

რუსეთთან, სადაც ყველაზე დიდი ქართული დიასპორა ცხოვრობს და მუშაობს - მილიონზე მეტი ქართველი, ოდნავ ნაკლები, ვიდრე საქართველოში, ისინი ოცნებობენ აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები და უვიზო მიმოსვლა, ბიზნესი აკეთონ და დასასვენებლად ჩავიდნენ, მაგრამ ასევე გაბრაზებული არიან რუსებზე, რომლებმაც ისინი, უცხოებივით, ამერიკელებს შეატოვეს;

არ უყვართ ევროკავშირ, სადაც იძულებით მიემგზავრებიან დამამცირებელი შრომით ლუკმაპურის მოსაპოვებლად, იმ დამცირების გამო, რასაც ამაყი ქართველები იქ აწყდებიან;

ნატო საქართველოში ყველაზე მოკლე ანეგდოტია, რადგან იქ არასდროს მიიღებენ და ამის ნაცვლად ის საქართველოში თავად შემოვიდა.

საქინფორმის რედაქცია