საზოგადოება
საქართველოში ბოლო კვირაში გამოვლენილი კორონავირუსის 63 შემთხვევიდან შვიდის ინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო ერთი კვირის განავლობაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე თქმით, აქედან 20 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ზოგადად, ქვეყანაში იდენტიფიცირებულია სატვირთო ავტომობილის 80 მძღოლი, რომელსაც ქვეყანაში ინფექცია შემოჰქონდა, მაგრამ მიდგომა, რაც ქვეყანაში 28 მაისიდან ხორციელდება – სერიოზული ბარიერი გაკეთდა, სისტემა ძალიან კარგად მუშაობს და 80 ადამიანი დროულად იქნა იდენტიფიცირებული, გადაყვანილი კარანტინში, პრევენტირებული იქნა ინფექციის შემდგომი გავრცელება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ბოლო ერთ კვირაში დაფიქსირებული 63 შემთხვევიდან შვიდის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

63-დან 15 არის საკარანტინო ზონებიდან იდენტიფიცირებული, 18 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, შვიდი შემთხვევის წყარო ამ ეტაპამდე დაუდგენელია“, – დასძინა გამყრელიძემ.