უცხოეთი
ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში​ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. მისივე თქმით, პანდემია სულ უფრო ძლიერდება.

როგორც „როიტერი“ წერს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში პანდემიის ვითარების შესაფასებლად საგანგებო კომიტეტის სხდომას მოიწვევს.

მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 16 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილი კი, 640 ათასზე მეტია.

1tv.ge