პოლიტიკა
რუსული ენა იცის საქართველოს მოსახლეობის 92%, ამასთან, ყოველმა მეხუთემ - მაღალ დონეზე, ინგლისურისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ 48%-მა იცის

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ქართულენოვანი მოსახლეობის უმრავლესობამ რუსული ენა კარგად ან საშუალო დონეზე იცის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მკვლევარები გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

კვლევამ აჩვენა, რომ რუსული ენა სხვადასხვა დონეზე გამოკითხულთა 90%-მა იცის.

რაც შეეხება ინგლისურ ენას, რომელსაც საქართველოში ახლა პირველი კლასიდან სწავლობენ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (52%) ის საერთოდ არ იცის. მაღალ დონეზე იცის 8%-მა, საშუალო დონეზე 19%-მა და კიდევ 19%-მა – საწყის დონეზე.

რაც შეეხება არაქართულენოვან მოსახლეობას, ინტერვიუს დროს აღმოჩნდა, რომ საშუალო დონეზე ქართული ენა იცის მხოლოდ 14%-მა, 50%-მა იცის საბაზისო სიტყვები და ფრაზები, ხოლო 37%-მა – საერთოდ არ იცის სახელმწიფო ენა.

ტელეფონით 1 550 ადამიანის გამოკითხვა ჩატარდა 26–30 ივნისის პერიოდში. ცდომილება +/-2%-ს შეადგენს.