პოლიტიკა
როდესაც საუკეთესო ქართველებს კრემლის აგენტებს ეძახდნენ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება დუმდა და ათამამებდა კიდეც, დღეს კი უკვე მათ ეძახიან კრემლის აგენტებს! - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. „კრემლის აგენტისა“ და "სამშობლოს მოღალატის" იარლიყების მიწებება პოლიტიკური ოპონენტებისთვის ან უბრალოდ ყველასთვის, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია, საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის აპრობირებული და წარმატებული მეთოდია გამსახურდიას დროიდან. აქ არ აქვს მნიშვნელობა - რუსეთი კარგია თუ ცუდი, საკმარისი გახლდათ საუკეთესო ქართველების - ინტელიგენციის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა თუ უბრალო მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის - ერთელ მაინც ეწოდებინათ პრორუსი, რუსეთუმე, რომ მათ დიდი პრობლემები გასჩენოდათ. ამის შემდეგ მათ კეთროვანებივით უყურებდნენ და მათთან ურთიერთობებს გაურბოდნენ, არ იღებდნენ საჯარო სამსახურებში, პრობლემას უქმნიდნენ ქვეყანაში შემოსვლისას და ბლოკავდნენ მათ მონაწილეობას საქართველოს სოციალურ -პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას, არ აღკვეთა “ნაცმოძრაობის“ მანკიერი პრაქტიკა და განაგრძო საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, პოლიტიკური მოტივებით მათი შევიწროების დუნედ წაქეზება. ყველას, ვისი შეხედულებებიც არ ემთხვეოდა აშშ-ის საელჩოს პოზიციას, შეეზღუდათ მათი ძირითადი უფლებების განხორციელება - სხვებთან თანასწორად, ისინი მოქეცნენ სამართლებრივი სივრცის მიღმა - კანონი მათ სრულად არ იცავს. დღეს ბევრი უკვე შეეჩვია კიდევაც იმ აზრს, რომ მეორე სორტის მოქალაქეები არიან, უდანაშაულო დამნაშავის კომპლექსებით! და მადლიერი არიან ამჟამინდელი ხელისუფლებისა თუნდაც იმისთვის, რომ მათ არ აწამებენ, როგორც სააკაშვილის დროს, და რუსების სასარგებლო შპიონაჟის აღიარებას არ სძალავდნენ უკანალიდან!

საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანები, მათ შორის, პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, მინისტრები და პარლამენტარები ხანდახან უსწრებდნან კიდეც ექს-მმართველი პარტიის ლიდერებსა და მათ დასავლელი კურატორებს რუსოფობიაში - ნამდვილ პატრიოტებს, რომლებიც უანგაროდ იცავდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უწოდებდნენ პუტინისტებს, მტრის - ოკუპანტი და აგრესორი რუსეთის - მსახურებს, რუსული რბილი ძალის გამტარებლებს, რუსული გავლენის აგენტებს, ჰიბრიდული ომის იარაღს საქართველოს წინააღმდეგ, რუსული ნარატივის მატარებლებსა და რუსეთუმეებს!

მაგრამ ეს ბუმერანგი დაბრუნდა და მტკივნეულად მოხვდა „ქართულ ოცნებას“ შუბლში - ახლა კრემლის აგენტებსა და პუტინის მონებს თავად საქართველოს ხელმძღვანელებს უწოდებენ! გუშინ, მსგავსი ბრალდებით, ამერიკელი კონგრესმენების კიდევ ერთი წერილი გამოქვეყნდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მას წინ უძღოდა ამერიკელი კანონმდებლების კოლექტიური წერილები, რომლებიც ივანიშვილსა და პრემიერ გახარიას პრორუსულობაში ადანაშაულებდნენ - სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა სააკაშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის ცრუ ბრალდებებს. ერთი წლის წინ კი, ”გავრილოვის ღამის” შემდეგ, თანამდებობა დაატოვებინეს ირაკლი კობახიძეს - ზურაბ ჟვანიას შემდეგ საქართველოს პარლამენტის საუკეთესო თავმჯდომარე, რომელმაც, ვითომდა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი თავის სავარძელში ჩასვა!

მაშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელსაც ადრე რუსეთის ჯაშუშს ეძახდნენ ერთადერთი სიმართლისთვის - რომ 2008 წლის აგვისტოში ომი სააკაშვილმა წამოიწყო, მაშინვე შეცვალა პოზიცია და რუსეთს საქართველოს ნომერ პირველი მტერი უწოდა, რითაც საკუთარი თავი ორბელიანების სასახლეში ფუფუნებით უზრუნველჰყო და ჩაშალა შარშანდელი ტურისტული სეზონი.

ისევ გვიახლოვდება არჩევნები და ისევ პატრიოტების, ანუ ქართველი ხალხის უმრავლესობის გარდა, ხელისუფლენას სხვა საყრდენი არ გააჩნია - პროდასავლურები და მოსყიდულები ოპოზიციას და სააკაშვილს, და არა „ქართულ იცნებას“ და ივანიშვილს უჭერენ მხარს!”, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.