პოლიტიკა
რატომ ვერ შეძლო ამერიკულმა ავიამზიდმა მტკვარში შესვლა, ანუ როგორ გადაათამაშა ამერაკამ საკუთარი თავი - საქინფორმი

 საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. დეფრაგმენტაცია და ფორმატირება - ეს კომპიუტერული ტერმინები ყველაზე უკეთ ახასიათებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებს. ფეხდაფეხ, საქინფორმი მუდმივად აქვეყნებს ანალიტიკურ ჩანახატებს, რომლებსაც მკითხველს შეუძლია ხელი ჩასჭიდოს სახელურივით, ათა არ დაიკარგოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ სპეციალურად შექმნილ ნისლში, რომლის მიზანსაც წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მაქსიმალურად დეზორიენტაცია წარმოადგენს.

მას შემდეგ, რაც ამერიკაში გარკვეულმა ჯგუფმა, რომლის ინტერესებსაც საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგანი წარმოადგენს, თავის ყველა მიზანს მიაღწია, ანუ:

- აიძულა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, შეეცვალოს საარჩევნო კოდექსი გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ;

- ოპოზიციის ინტერესებში მოაწყო ამერიკელ კანონმდებელთა ჯგუფის კოლექტიური კრიტიკული კამპანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ (კრემლის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა),

ის "ვაკუუმში მოექცა", რადგან უმიზნო დარტყმების განხორციელება, რომლებიც წინააღმდეგობას ვერ აწყდება, ნიშნავს დაკარგო საყრდენი წერტილი და დაეცე. გსურთ, რომ 31 ოქტომბერს 120 დეპუტატი აირჩიოპარლამენტში პროპორციული სისტემით, ხოლო 30 -მაჟორიტარულით? ინებეთ! გსურთ წმინდა სიმბოლური 1%-იანი ბარიერი?ინებეთ!”- პასუხობდა მთავრობა აშშ-ის ელჩს. ხოლო ვაშინგტონის მუდმივად მოტყუება ექს-პრეზიდენტი სააკაშვილისა და ექს-ბანკირი ხაზარაძის დეზინფორმაციით, რომლებსაც ჯო ბაიდენთან ბიზნეს-ინტერესები აკავშირებთ (რომლებმაც ანაკლიის პროექტის შეწყვეტისდა ფრონტერ საქმიანობის შეჩერებით იზარალეს), არ გამოვიდა, რაც დაადასტურა მიმდინარე კვირის მთავარმა მოვლენამ - სატელეფონო საუბარმა სახელმწიფო მდივან პომპეოსა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის.

რაელოლიავებოდა პომპეო გახარიას, ამ კრემლის აგენტებს, საქართველოს ხელისუფლებაში რომ ჩამსხდარან?! ასე ამერიკა მთლიანად დაკარგავს თავის, უამისოდაც უკვე შესუსტებულ გავლენას საქართველოში!", - იდორბლებოდა სააკაშვილი ერთადერთ, მისთვის ხელმისაწვდომ პლატფორმაზე - ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. რატომ ერთადერთ ხელმისაწვდომზე? იმიტომ, რომ უკრაინული მედია საქართველოს შინაგან საქმეებში ჩასარევად მას პლატფორმას არ დაუთმობს, ხოლო მთავარმა არხმა“ შეწყვიტა მისი ინტერვიურება მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა სატელეფონო საუბარი ადეიშვილთან, სადაც სააკაშვილი მსჯელობს გაბუნიას წარუმატებელ შეკვეთილ მკვლელობაზე (თბილისში რეულობის პროვოცირებისთვის, რათა გაბუნიას მკვლელობაში ივანიშვილის პროუტინისტური“ მთავრობა დაადანაშაულებინათ). ასევე, უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრის საიდუმლო ჩანაწერში, სააკაშვილი დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებს მის მუდმივ კორესპონდენტს - ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ გვარამიას, რომელსაც მხურვალედ უყვარს ბოიფრენდი გაბუნია, მიშას ბრძანებებით კინაღამ რომ არ გააგორეს...

   და აი პომპეოსა და გახარიას შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ელჩკელი დეგანსრულიად დაიბნა: არა, ის არ დანებებულა და კვლავაც დაჰქრის საქართველოში - პრაქტიკულად ოპოზიციის ნაცვლად ატარებს საარჩევნო კამპანიას, მაგრამ ევროპაში აშშ-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილ მრჩეველს ნიადაგი ფეხქვეშ ეცლება, ისევე როგორც შტორმში მოყოლილი ავიამზიდის გემბანი. ამასაც ორი მიზეზი აქვს.

   პირველი მიზეზი: აღმოჩნდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ქართული პოლიტიკა დაუბრუნდა 2012 წლის მდგომარეობას, როდესაც აშშ-მა ახალი პოლიტიკური ძალის - "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმსჯელა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვითარებაზე, ანუ: სააკაშვილის სახელისუფლებო პარტიას - 55%, გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც წარმოადგენს პოლიტიკური ალიანსი „ქართული ოცნება“ - 45%.

და იმისდა მიუხედავად, რომ მაშინ "ამერიკულავიამზიდი ვერ შევიდა სააკაშვილის რეჟიმის უდანაშაულო მსხვერპლთა სისხლით გაწითლებულ მტკვარში" და გაბრაზებულმა ქართველმა ხალხმა ეს პროპორციას პირიქით შეცვალა, დღეს აშშ ზუსტად მავე წყობს“ სთავაზობს, ანუ: მმართველი პარტია - 55%, გაერთიანებული ოპოზიცია - 45%, თანაც ”შშ-ის ავიამზიდის თბილისში მტკვრით შემოსვლა” შეიძლება უფრო წარმატებული აღმოჩნდეს, რადგან დღეს ხელისუფლებაში არ არიან ჯალათები და მკვლელები, როგორც მაშინ;

   მეორე მიზეზი: ელჩის დეგანის მთელი ძალისხმევა ორი პარტიის გარშემო პოლიტიკური გვამების შესაგროვებლად - სააკაშვილის პარტია ნაციონალური მოძრაობადა მის ბაზაზე შექმნილი შექმნილი ბოკერიაევროპელი დემოკრატები“, ბანქოს სახლივით იშლება, ოპოზიციის გადაჭარბებული ამბიციების გამო - ერთიან ტაქტიკასა და კანდიდატებზე რომ ვერ შეთანხმებულან მიუხედავად დეგანის მოწოდებისა - გაერთიანდნენ და ერთმანეთში გაიყონ ზონები, თუ ივანიშვილის “ოცნების“ ჩამოგდება მართლაც სურთ!

   ამგვარად, მიუხედავად აშშ-ის ელჩის ყველანაირი მცდელობისა, გაერთიანებული ოპოზიცია აგრძელებს ლილიპუტურ პარტიებად დეფრაგმენტაციას, რომელთაც ელექტორატად მათივე ოჯახების წევები და ნათესავები ჰყავთ. ხოლო მმართველმა პარტიამ, პირიქით, დაიწყო თავისი ძალების დაფორმატების პროცესი, გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებამდე შეაკავშირა ისინი და მოაშორა უსარგებლო ბალასტი (რომელსაც ხიდირბეგიშვილმა "თეთრლაქები" და "ღამურები"უწოდა).

   ამრიგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა აქსიომა - ამერიკული ავიამზიდი უწინდებურად ვერ შედის აღმოსავლეთის მდინარე მტკვრის დაკლაკნილ კალაპოტში თავისივე წყალწვის გამო, ხოლო ოკეანის გაღმიდან სროლა არ გამოდის - კავკასიური პოლიტიკა ხომ ძალიან დელიკატურია და, შესაბამისად, რთული სამიზნეა "ტომოჰავკებისთვის"! შექმნილ ვითარებაში, როდესაც, ძალზედ გაცვეთილი პოლიტიკური მასალის გამო, ერთიანი ოპოზიციური პლატფორმა ვერ შექმნეს, ამერიკელებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ დაეყრდნონ ამჟამინდელ მთავრობას და დაელოდონ არჩევნების შედეგებს. საქართველოში აშშ-სთვის საინტერესო ყველა საკითხი ჩამოთვლილი იყო პომპეოსა და გახარიას სატელეფონო საუბარში, სახელმწიფო მდივანმა ყველა ამ საკითხზე პრემიერ – მინისტრისგან დადასტურებული გარანტიები მიიღო. კიდევ რა არის საჭირო?!

საქინფორმი