პოლიტიკა
გიგი უგულავა - ზუგდიდი, გიგა ბოკერია - ფოთი, ხობი და სენაკი - “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.

რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:

ზურაბ ჭიაბერაშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;

გიორგი ღვინიაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;

ირმა ნადირშვილი - რუსთავი;

აჰმედ იმამყულიევი - მარნეული, გარდაბანი;

ოთარ კახიძე - ქუთაისი;

სერგო რატიანი - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;

გიგი წერეთელი - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;

აკაკი ბობოხიძე - სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;

გიგი უგულავა - ზუგდიდი;

გიგა ბოკერია - ფოთი-ხობი-სენაკი;

ლელა ქებურია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;

ხათუნა გოგორიშვილი - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;

პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში - ვახტანგ კალოიანი, ხოლო ხულო-შუახევი-ქედა - ტარიელ ნაკაიძე.

ბაქრაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.