აქტუალური
კობა გვენეტაძის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა არა 4%-ით, არამედ 5%-ით შემცირდება

 საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა არა 4%-ით, არამედ 5%-ით შემცირდება.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ამ დროისთვის როგორია ეროვნული ბანკის პროგნოზი ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ აქამდე არსებული ეკონომიკური ზრდის -4%-იანი პროგნოზი გადაიხედა და მისი გაუარესება გლობალური ეკონომიკური აქტივობის პანდემიის საწყის ეტაპთან შედარებით მეტად შემცირებას უკავშირდება.

განახლებული პროგნოზით ვფიქრობთ, რომ 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება. მოგეხსენებათ, წინა პროგნოზი -4% იყო. ეს ცვლილება განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო მეტად შემცირებას, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იყო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.