პოლიტიკა
ისრაელში საქართველოს ელჩის პროვოკაციული განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას! - საქინფორმი

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო ორგანოებში დიდი ხანია დაინერგა მანკიერი პრაქტიკა - სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნიონ ყველა, ვისაც ერთხელ მაინც წარმოუთქვამს სიტყვა "რუსეთი" ან "პუტინი", და არ დაუყოლებია ლანძღვა - გინება. ანდა წვრილფეხა მექრთამეები - სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებმაც აიღეს ქრთამი რამდენიმე ასეული ლარის ოდენობით და, ამიტომ, "შესაძლოა რუსული დაზვერვისთვის იოლ ნადავლად იქცნენ, რომელიც ამ ფაქტს მათი გადაბირების დროს დასაშანტაჟებლად გამოიყენებს“.

   დიახ, გაუგონარი და საშიში სისულელეა, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, როდესაც ფსევდოპატრიოტული ანტირუსული განცხადებები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ნამდვილად საფრთხეს უქმნიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, დაუსჯელი რჩება. ქვემოთ მოვიყვანთ მხოლოდ ერთ, ამგვარი მავნებლობის უახლეს მაგალითს.

   ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომი ევროპისთვის გაფრთხილება უნდა იყოს. ამის შესახებ ჟვანიამ იერუსალიმ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა. „2008 წელს ჩვენ ხმამაღლა განვუცხადეთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა არ იქნებოდა, რომელსაც რუსეთის აგრესიასთან გამკლავება მოუწევდა“, – განაცხადა ჟვანიამ.

   ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მთელი ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დემოკრატიულ სამყაროს რომ ძლიერი გზავნილი გაეშვა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ეს პრეცედენტი უკრაინაში აღარ განმეორდებოდ“, – აღნიშნა ჟვანიამ.

   ინტერვიუს დროს ჟვანიამ რუსეთის მხრიდან საქართველოზე კიბერთავდასხმებზეც ისაუბრა. კიბერთავდასხმებით რუსეთი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენდა არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის წინაშეც. ბოლო 12 წელია, რუსეთი სიტუაციის ესკალაციას ყოველწლიურად ცდილობს, ე.წ. სასაზღვრო ხაზების გადაწევით, ზოგჯერ რამდენიმე, ხანდახან კი – რამდენიმე ასეული მეტრით“, – აღნიშნა ელჩმა.

   ზემოთ მოყვანილი სამი ფრაგმენტი ჟვანიას ინტერვიუდან გამოვყვით, რათა დავამტკიცოთ, თუ რამდენად პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და არადიპლომატიური შეიძლება იყოს ელჩების განცხადებები, რომლებიც საზღვარგარეთ ქვეყნის სახეს წარმოადგენენ. საქინფორმმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელება არ შეიძლება დაეკისროს არაკვალიფიციურ კარიერისტებს - ჩინოვნიკებს, რომლებმაც ჩააფლავეს სამუშაო ქვეყნის შიგნით და მათ გზავნიან დიპლომატიურ სამსახურში ელჩებად, დამსახურებული პენსიის სახით. ბოლო ნათელი მაგალითია ქეთევან ციხელაშვილი, შერიგების, სამოქალაქო თანასწორობისა და დიდი მახვილის ბრწყინვალების მინისტრი, რომელიც ახლახან გაგზავნეს ავსტრიაში საქართველოს ელჩად.

   უნდა აღინიშნოს, რომ ლაშა ჟვანიას კარიერის მწვერვალი სააკაშვილის რეჟიმის პერიოდზე მოდის - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ისრაელსა და კვიპროსში საქართველოს ელჩი, პარლამენტარი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2009 წელს სააკაშვილმა გააძევა ჟვანია, რომელმათავი ვერ გაართვა მინისტრის მოვალეობებ და ის მიიკედლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- მ, რომელმაც თავისი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა. სწორედ პატრიარქის რეკომენდაციით, შარშან ის გადაიყვანეს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსად, მაგრამ მალე იქაც თავი შეირცხვინა და საპატიო პენსიაზე გაუშვეს - რა თქმა უნდა, დაინიშნა ელჩად! ელჩად ისრაელში, სადაც ის დღემდე ყვავის.

   ახლა - ლაშა ჟვანიას ზემოხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით:

2008 წელს ჩვენ ხმამაღლა განვცხადეთ მსოფლიოს, რომ საქართველო არ დარჩება რეგიონში ერთადერთ ქვეყნად, რომელიც რუსეთის აგრესიას შეეჯახა”, - განუცხადა მან ინტერვიუში The Jerusalem Post-ს, რითაც დაადასტურა თავისი კუთვნილება იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილის გუნდთან („ჩვენ განვაცხადეთ...“).

გარდა ამისა, აქ ვაწყდებით ფაქტების არაკორექტულად დამახინჯებას „რუსეთის აგრესიასთან“ დაკავშირებით, რაც მტკიცებს, რომ ისრაელში ამჟამინდელი ელჩი არ იცნობს მთელ მსოფლიოში ცნობილი, მაღალი რანგის პროფესიონალი დიპლომატიჰეიდი ტალიავინის დასკვნას, სადაც ნათქვამია, რომ აგრესია დაიწყო სააკაშვილმა, ხოლო რუსეთმა გადააჭარბა მშვიდობისთვის იძულების საჭირო ზღვარს. თუმცაღა, რუსეთში ვერ ივარაუდებდნენ, რომ დიქტატორი, რომელმაასობით ათასი თავისივე ქართველაწამა და დახოცა, ასეთი ლაჩარი აღმოჩნდებოდა - ალბათ, ამიტომაც გადააჭარბა აუცილებელ საპასუხო ზომებს

   და რაც მთავარია, ეს ფრაზა არ ეკუთვნის ლაშა ჟვანიას! ეს სააკაშვილის ცნობილი სენტენციაა, რომელიც მან მრავალჯერ გაიმეორა რამდენიმე ინტერვიუში უკვე უკრაინაში, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის გუბერნატორის პოსტზე მუშაობისას! მაშინ მან დაამუნათა მსოფლიო ლიდერები - ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ხელმძღვანელები - იმის გამო, რომ არ დაარტყეს რუსულ არმიას 2008 წლის აგვისტოში, ამიტომაც მიჰყვა საქართველოუკრაინა და რუსეთის მომდევნო მსხვერპლი, სავარაუდოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნები - ევროკავშირისა და ნატოს წევრები იქნება. დემოკრატიულ სამყაროძლიერი სიგნალი რომ გაგზავნა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ეს პრეცედენტი უკრაინაში აღარ განმეორდებოდა”, - აშანტაჟებდა პროვოკატორი სააკაშვილი დასავლეთის ლიდერებს, რომლებმაც მკვეთრად დაკარგეს ყველანაირი ინტერესი მის მიმართ უკრაინაში გაქცევის შემდეგ.

     ჩნდება გონივრული კითხვა: რამდენად მიზანშეწონილია, რომ საქართველომეგობარ ისრაელში წარმოდგენდეს სააკაშვილის ყოფილი ჩინოვნიკი და თანამოაზრე, რომელიც დღემდე იზიარებს მის შეხედულებებს და სიტყვასიტყვით ციტირებს მიშიკო ჟღვლინტიანს, თანაც ამ „სიბრძნეებს“ საკუთარ თავზე მიიწერს?! რამდენად დადებითად მოეკიდებიან მის გამოხდომებს ისრაელში - ქვეყანაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის პარტნიორია? ისრაელ ხომ, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, ყურადღებით კითხულობენ ცენტრალურ გაზეთს “The Jerusalem Post.

   რაც შეეხება რუსეთის კიბერშეტევებში დადანაშაულებას, ეს არის მობეზრებული შლიაგერის - "რუსმა ჰაკერებმა და პუტინმა გაყალბეარჩევნები აშშ-ში და ტრამპი პრეზიდენტად დაინიშნეს" - რიმეიკი. ლოგიკური დასკვნა თავისთავად იბადება - ისრაელში საქართველოს ელჩი არის აშშ-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯოზეფ ბაიდენისა და მთელი ანტიტრამპული კოალიციის მხარდამჭერი! ხოლო შიდა ქართლში - ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების "ორდელიზაციის" შესახებ განცხადებებში ახალი არაფერია, მაშ ვის თვალწინ და რა მიზნით კეკლუცობს ჩვენი ელჩი ლაშიკო?! ვინძლო ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში საქართველოს მთავრობაში დასაბრუნებლად ემზადება...