საზოგადოება
ირაკლი ოქრუაშვილი: „ჩემზე მეტად არავის ეჩქარება მიშას მოშორება – ეს წელს მოხდება“

oqruashviliii5ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, რომელშიც ქვეყანაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ „ხელისუფლების მიმართ ყველა სფეროში უდიდესი ზიზღი არსებობს“.

„აშკარაა, რომ უდიდესია მოლოდინი, ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალოს მდგომარეობა, მაგრამ ამ საქმეში წვლილის შეტანა არავის სურს, ყველას სხვისი ხელით გაკეთებული უნდა, ყველა სასწაულს ელოდება, ან იმ სტერეოტიპით კვებავს თავს, რომ „ყველაფერი ღვთის ნებაა“. რაც უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, აშკარაა, რომ საზოგადოება ავადაა“, – აცხადებს „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი.

მისივე თქმით, არსებულ ხელისუფლებას „ქართული პარტიისა“ და მის გარეშე ვერავინ შეცვლის.

„ჩემზე მეტად არავის ეჩქარება მიშას მოშორება. ვინც ვერ ითმენს ან ჩვენი არ სჯერა, აგერაა ბურჯანაძე, სამ თვეში ერთხელ რომ აუქმებს კონსტიტუციას რუსთაველის პროსპექტზე და მას მიმართონ. თუ ეგეც არ მოსწონთ, ვიღაც „შეფიცულები“ ყოფილან და მათთან მივიდნენ. მეტი აღარ ვიცი. ყველამ დაიმახსოვროს, უჩვენოდ მაგ რეჟიმს ვერავინ შეცვლის“, – ამტკიცებს ოქრუაშვილი.