უცხოეთი
გერმანიამ აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სანქციების უარის თქმის სანაცვლოდ მილიარდი ევროს ხელშეკრულება შესთავაზა

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანიამ აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სანქციების უარის თქმის სანაცვლოდ ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ხელშეკრულება შესთავაზა.

გერმანული გაზეთის, „დი ცაითის“ ინფორმაციით, ბერლინი მზადაა დახარჯოს ერთი მილიარდი ევრო გერმანიაში აშშ-ის გათხევადებული ბუნებრივი აირის მისაღები ორი ტერმინალის მშენებლობისთვის.

გამოცემის მიხედვით, გერმანიის ინვესტიციის საპასუხოდ, აშშ-მა გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის დაუბრკოლებლად დასრულებასა და ამუშავებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

გერმანული გაზეთის ცნობით, შესაბამისი წერილი გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა 7 აგვისტოს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს გაუგზავნეს.

გაზსადენი, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული ბუნებრივი აირის გერმანიაში ჩატანას უზრუნველყოფს. პროექტს აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან და ამტკიცებენ, რომ პროექტის ამუშავება რუსულ ბუნებრივ აირზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.

ვაშინგტონში პროექტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა არაერთხელ გაჟღერდა.

1tv.ge