პოლიტიკა
ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის – სერგეი ლავროვი

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. თინა კანდელაკთან RTVI-ზე სერგეი ლავროვის ინტერვიუს დასკვნითი ნაწილი საქართველოს ეხებოდა. «როგორც ქართველმა, საქართველოზე უნდა გკითხოთ”– თქვა კანდელაკმა, – უკვე მეორე თაობა გაიზარდა საქართველოში, რომელმაც არ იცის რუსეთი. როდის მოიხსნება საქართველოსთან სავიზო რეჟიმი?».

“ქართველებს რუსეთის მონახულება ვიზით ახლაც შეუძლიათ, შეზღუდვები ვიზის მისაღებად თითქმის აღარ არსებობს. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, როგორც იცით, ერთი წლის წინ ჩვენ თანახმანი ვიყავით, მოგვეხსნა სავიზორ ეჟიმი, სულ რამდენიმ ეკვირაში უნდა მომხდარიყო ეს. მაგრამ ხელი შეგვიშალა ვითარებამ, რომელიც მართლმადიდებელი ხალხების საპარლამენტო ასამბლეის რუსულ დელეგაციასთან დაკავშირებით შეიქმნა, როდესაც დელეგაცია მოიწვიეს, ჩასვეს სავარძლებში და შემდეგ ამის გამო ძალა გამოიყენეს.

მიუხედავად ამისა, საქართველოსთან ჩვენ მაინც გვექნება კარგი ურთიერთობა; ვხედავ, რომ საქართველოში ესმით რუსეთთან ურთიერთობების აუცილებლობა და ის, რომ საქართველო ამჟამადმოწყვეტილია თავის ბუნებრივ განვითარებას. პოლიტიკურ ისტებლიშმენტშიც აცნობიერებენ ამ ფაქტორს. მართალია, ის პარტიები, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსეთთან ნორმალიზაციას უჭერენ მხარს, შედარებით მცირე მასშტაბისანი არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე და ურთიერთმიზიდულობა. პროვოკატორები, რომლებსაც არ სურთ საქართველოს დაბრუნება რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების გზაზე, შერცხვენილი იქნებიან…

…ჩვენ არასოდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ გვქონია ფარული ზრახვები. გახსოვთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს –ამერიკელები ახდენდნენ იმ ამბების წინ ქართული ჯარის მომზადებას, შეიარაღებას და მათ კარგად იცოდნენ სააკაშვილის თავშეუკავებლობის შესახებ, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა მანამდე მიღწეული შეთანხმება და დანაშაულებრივი ბრძანებები გასცა… შემდეგ ცდილობდა, ჩვენთვის დაებრალებინა ეს ყველაფერი…

მე კარგად ვიცი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, ქართველებს უყვართ სიცოცხლე, ისევე, მის ისეთსავე გამოვლინებებში, როგორც რუსეთის ხალხებს – ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანხვედრაა ჩვენს შორის…ქართველები დაძლევენ არსებულ ანომალურ ვითარებას და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ადამიანურ დონეზე”, - უპასუხა ლავროვმა.