სამართალი
ჰუბერტ ქნირში - ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება სათანადო რაოდენობის დამკვირვებლების თანდასწრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.

საერთაშორისო მონიტორინგი მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ეუთო-ს წევრ ქვეყნებში ჩვეულებად იქცა. ძალიან კარგია, რომ საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს. ვფიქრობ, ეუთო-ს ყველა წევრი აკეთებს ყველაფერს, რათა მონიტორები საქართველოში ჩამოვიდნენ. პროცესი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.