სამართალი
ასლან ბჟანია - მადლობას ვუხდი ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის საელჩოს გახსნა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განაცხადა, რითაც ის სირიაში ე.წ. აფხაზეთის საელჩოს გახსნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „საელჩოს“ გახსნა აფხაზეთსა და სირიას შორის „ურთიერთობების“ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის საელჩოს გახსნა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აფხაზი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო“, - აღნიშნა ასლან ბჟანიამ.

შეგახსენებთ, გუშინ სირიაში ე.წ. „აფხაზეთის საელჩო“ გაიხსნა.