საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - თუ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სამი დღე უსიმპტომოა, საავადმყოფოდან 10 დღის შემდეგ ტესტირების გარეშე გაეწერება

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ახალი გაიადლაინის მიხედვით, კორონავირუსისგან შეიძლება ბოლომდე პაციენტი არ იყოს მორჩენილი, მაგრამ ათი პლუს სამი დღის შემდეგ, გადამდები აღარ არის.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ეს ახალი გაიდლაინი საქართველოს არ მოუგონია, ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია.

ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად შეიმუშავეს ეს რეკომენდაცია. ჩვენ ვალდებული ვართ, შევასრულოთ. მათ სერიოზული გამოკვლევებით დაადასტურეს, რომ კოვიდით შეიძლება ბოლომდე პაციენტი არ იყოს მორჩენილი, მაგრამ ათს პლუს სამი დღის შემდეგ გადამდები აღარ არის, მას შეიძლება ჰქონდეს პნევმონია, ან თრომბოემბოლია, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ის გადამდები არ არის. ამიტომ ოფიციალურად, მსოფლიომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ 10 დღის გასვლის შემდეგ, თუ სამი დღე პაციენტი უსიმპტომოა, ის გაიწეროს ტესტირების გარეშე, საქართველო ამას შეუერთდა ყველაზე ბოლოს, რადგან ვფრთხილობდით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.