აქტუალური
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევალი აცხადებს, რომ თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონი დოლარის ნაღდი ანგრიშწორებით მიტანასა და შენობის უსაფრთხო დატოვების გარანტიას ითხოვს.

როგორც ირაკლი კვარაცხელიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა, შენობაში, ერთ ოთახში, შეიარაღებულ თავმდამსხმელთან ერთად, 19 პირი იმყოფება.

"შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ის ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს, ხუთასი ათას დოლარს. ახლა ჩემს გვერდითაა თავმდამსხმელი. მე თავმდამსხმელის დავალებით გეკონტაქტებით. ის ამბობს, რომ ითხოვს ხუთასი ათას დოლარს, უსაფრთხოების გარანტიას და აქედან უსაფრთხოდ გასვლას. იმ შემთხვევაში თუ ძალოვანი სტურქტურები არ ჩაერევიან და ეს მოთხოვნები შესრულდება, არავინ დაზიანდებაო. ის ითხოვს ასევე ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას. ვერტმფრენის დასმის საშუალება შენობას აქვს", - განაცხადა მძევალმა.