უცხოეთი
სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდება სომხეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ აბსოლუტური სისულელე და ცინიკური სიცრუეა

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის თავდაცვის უწყება ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.

„აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადება სომხეთის მიერ გაბალასა და კურდამირის მიმართულებებით ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ აბსოლუტური სისულელე და ცინიკური სიცრუეა. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით არანაირი რაკეტის გასროლა არ მომხდარა,“- განაცხადა სტეპანიანმა.

interpressnews.ge