უცხოეთი
მედიის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალ კვირას მოსკოვში, ბაქოში, ერევანსა და თბილისში ვიზიტს გეგმავს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი მომავალ კვირაში მოსკოვში, ბაქოში, ერევანსა და თბილისში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“კავკასიასა და რუსეთში გამგზავრებას ვგეგმავ. როგორც წესი, არ ვაანონსებ, მაგრამ ვფიქრობ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთში, სომხეთსა და საქართველოში გამგზავრების თარიღები განსაზღვრულია", - განაცხადა ზარიფმა.

მისი თქმით, ვიზიტის დროს განხილვის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის საკითხი და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება. „ვაპირებ გამგზავრებას იმ ქვეყნებში, რომლებსაც მთიანი ყარაბაღის კრიზისისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე ერთად მუშაობა შეუძლიათ,“-აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

interpressnews.ge