სამართალი
სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებას ულოცავს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებას ულოცავს.

„ისტორიისა და იმედის დღე“. ნება მიბოძეთ, გულწრფელად მივულოცო აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს ბრიუსელიდან, სადაც საქართველო-ევროატლანტიკურ კავშირებზე ვისაუბრებ.

დღეს თქვენს ხელშია მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.