სამართალი
გიორგი თარგამაძე: „ტუღუშის ანგარიში პოლიტიკური პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველს იძლევა“

targamadze-gioსაპარლამენტო უმცირესობის ლიდერ გიორგი თარგამაძის აზრით, სახალხო დამცველის ანგარიში იძლევა სერიოზულ საფუძველს, რათა გარკვეული უწყების ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების არათუ პოლიტიკური, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

როგორც თარგამაძემ დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებში“ სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა, არა მარტო საკანონმდებლო ორგანო, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც სახალხო დამცველის ანგარიშებში მხოლოდ სტატისტიკას ხედავენ და დებატებიც მხოლოდ სტატისტიკის მართებულობა-არამართებულობაზე მიმდინარეობს, თუმცა თუ საქართველოს რეალურად სურს ევროსტრუქტურებში შესვლა, თითოეული სტატისტიკის უკან მდგომი კონკრეტული პიროვნების თუ ოჯახის ტრაგედია უნდა იქნეს განხილული.

გიორგი თარგამაძემ განსაკუთრებული ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს ევროსაბჭოს რეზოლუცია მოჰყვა. მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის ასახვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მიმდინარეობს არა კონკრეტულად სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის ანგარიშის, არამედ აღნიშნული ანგარიშების და ამ ანგარიშებში არსებული ტენდენციების განხილვა.