პუბლიკაციები
ხიდირბეგიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ ყურად არ იღო ჩემი რჩევა კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ (Sputnik Armenia)

  საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. 23 თებერვლის დილით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია სპეცოპერაციის მსვლელობისას დააკავეს. მელია ფიგურირებს 2019 წლის 20 ივნისს არეულობების ორგანიზების საქმეში. მან უარი თქვა ხელმეორედ შეფარდებული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ მოითხოვა მისი წინასწარი დაკავება გამოძების მსვლელობისას. 17 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობ. საქართველოს ახალდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის.

     ”საქართველოში შექმნილი ვითარება 2003 წლის მოვლენებს წააგავს და შესაძლოა ხელისუფლების შეცვლით და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით დასრულდეს. საქართველოს ხელისუფლება ყურად რომ ეღო თქვენი მონამორჩილის რეკომენდაციები - კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე, ამ ვითარების თავიდან აცილება მარტივად შეიძლებოდა. ამავე დროს, შესაძლებელი იქნებოდა ოპოზიციონერებისგან საქმის მოთხოვნა და არა ცარიელი ყბედობა!”, - მიაჩნია პოლიტოლოგსა და პუბლიცისტს, საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილ(წაიკითხეთ და მოუსმინეთ აქ).

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომა ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების ფონზე იყო "ზურგში დარტყმა, რომელსაც სერიოზული რყევები მოჰყვა". არსებული ვითარება ძალიან ჰგავს 2003 წლის ნოემბრის სცენარს - .. ვარდების რევოლუციას“ საქართველოში: პროტესტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, როდესაც ძალაუფლება კვლავაც დარჩა შევარდნაძის მმართველი პარტიის მოქალაქეთა კავშირის ხელში, პრემიერ მინისტრ ჟვანიას გადადგომა პროტესტის ნიშნად, ელვისებური „ვარდების რევოლუცია“ და ახალი ხელისუფლების - სააკაშვილის მოსვლა. დღესაც იგივე მეორდება: არჩევნები და ისი შედეგების გაპროტესტება, პრემიერ-მინისტრის გადადგომა. ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყვეს ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის დაბრუნება. რევოლუციური სცენარი უკვე მოქმედებს, გახარიას საკუთარი ნებით წასვლით სცენარი პრაქტიკულად 50% უკვე განხორციელდა, - თქვა ხიდირბეგიშვილმა” Sputnik Georgia”- სთან ინტერვიუში.

ცნობილი ქართველი პოლიტოლოგის აზრით, თუ ოპოზიცია, საპროტესტო მოქმედებებით და დასავლეთის მხარდაჭერით, დაიცავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ სასამართლოს ოფიციალური დადგენილებისგან და ციხიდან გაათავისუფლებს, ის დიდი სიხარულითა და სიამოვნებით დაიცავს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თბილისის აეროპორტში, როდესაც ის უკრაინიდან დაბრუნებას გადაწყვეტს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გიორგი გახარია გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე და განაცხადა, რომ ვერ მიაღწია შეთანხმება თავის გუნდთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

საქინფორმის მთავარი რედაქტორის რეკომენდაციის შესახებ საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე წაიკითხეთ აქ: კოალიციური მთავრობა საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ერთადერთი გონივრული ალტერნატივაა