პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა საჭიროება, რომ საქართველოში პარტიების ლიდერებმა პირველ ადგილზე ხალხის ინტერესები დააყენონ

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირის საბჭო 22 მარტს ჩატარებული საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირს უმაღლესმა წარმომადგენელმა მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომისა და და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ მიმართული ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევის შესახებ.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა საჭიროება, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა დააყენოს პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესები, წავიდეს აუცილებელ კომპრომისებზე და ყურადღება მიაქციოს სხვა გადაუდებელ საკითხებს, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკური აღდგენა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.