პოლიტიკა
ჯორჯ კენტი - საქართველო უნდა ფოკუსირდეს რეალურ გამოწვევებზე, რომლებიც ემუქრება ქვეყნის ეკონომიკას პანდემიის პირობებში

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველომ უნდა გააერთიანოს ძალები, ფოკუსირდეს რეალურ გამოწვევებზე, შეცვლილ რეალობაზე სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ემუქრება ქვეყნის ეკონომიკას კოვიდის პანდემიის პირობებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

ჯორჯ კენტმა რუსულ აგრესიასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამომწვევებზე ისაუბრა.

„აფხაზეთსა და ოსეთში ტრადიციულად მცხოვრები ქართველების უმეტესობის ეთნიკური წმენდა მოხდა. ასობით ათასი ადამიანი გადაიქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. 2008 წლის ომის დროს კიდევ დამატებით 25 ათასზე მეტი ადამიანი განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან. რუსები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთს აქვს სამხედრო ბაზები სომხეთში, ასევე, თურქეთის საზღვრის გასწვრივ დახმარებას უწევენ სომხეთსა და სომხეთის უსაფრთხოების გარანტორად გვევლინებიან. რუსი მშვიდობისმყოფელები ახლა არიან მთიან ყარაბაღში. ეს პირველად ხდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს საქართველოსთვის გამოწვევაა. დარწუნებული ვარ, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, როდესაც გაგვიზიარებს შეხედულებას და იტყვის, რომ საქართველო უძველესი დროიდან არის გარშემორტყმული სამი იმპერიის – რუსული, ოსმალეთის და სპარსეთის მიერ. ზოგჯერ სახელები იცვლება, მაგრამ დინამიკა პატარა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის რჩება. როდესაც შენს გვერდით არის ეს სახელმწიფოები – რუსეთი, თურქეთი და ირანი, ეს სამი იმპერია, რომელთა შორისაც საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მოახერხა გადარჩენა, შენ ნამდვილად გრძნობ ზეწოლას. სწორედ ამიტომ გვიყურებენ ჩვენ როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და როდესაც ასეთი საფრთხე არის შენ წინაშე, შენ არ უნდა ქმნიდე შიდა კრიზისს. საქართველომ უნდა გააერთიანოს ძალები, დაალაგოს შიდა თამაშის წესები და ფოკუსირებული იყოს რეალურ გამოწვევებზე, როგორებიც არის შეცვლილი გეოსტრატეგიული რეალობა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ემუქრება შენი ქვეყნის ეკონომიკას პოსტკოვიდის პანდემიის გარემოში“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.