აქტუალური
თეა წულუკიანი - „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის არჩევანის ერთგულია და ურყევად დგას ევროატლანტიკურ გზაზე

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. გზავნილი ნომერი ერთი არის ის, რომ ოპოზიციამ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა უნდა შეწყვიტოს და შებრძანდეს პარლამენტში, - კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის არჩევანის ერთგულია და ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ურყევად დგას ევროატლანტიკურ გზაზე.

რეფორმები უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, 8 წელი ამით ვიყავით დაკავებულები და ახლაც კონკრეტული გეგმები და ინიცირებული კანონპრპროექტებია, მათ შორის საარჩევნო სფეროში რეფორმების განხორციელების მიზნით იმისთვის, რომ უფრო პლურალისტური იყოს პოლიტიკური სპქეტრი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.