პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან, ასე ვთქვათ, დააჩქარა გადადგომა

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ, ასე ვთქვათ, დააჩქარა გადადგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ელჩის, ნატალია საბანაძის მიერ თანამდებობიდან გადადგომას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან საბანაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მოისმინა ვიცე–პრემიერისგან და საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან.

“რაც შეეხება ელჩი საბანაძის გადადგომას, მე ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონი ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ, ასე ვთქვათ, დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე მგონი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და დამატებით კომენტარს აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.