უცხოეთი
მარია ზახაროვა - შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. რუსეთი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოქმედებს, „ადეკვატურად უპასუხებს“ ნატო-ს საქმიანობას შავ ზღვაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის შესაძლო პასუხი შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე, ზახაროვამ აღნიშნა: „მოკლედ რომ ვუპასუხოთ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პასუხი ტრადიციულია - ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ“.

interpressnews.ge